Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველო წითელას შემთხვევების რაოდენობით ევროპის ქვეყნების ათეულშია

20 აგვისტო, 2018 17:21

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ მონაცემებით, 2018 წლის პირველ ექვს თვეში ევროპაში წითელას შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. წელს ევროპის მასშტაბით ამ ვირუსით 41 000-ზე მეტი ადამიანი დაავადდა, მათგან 37 გარდაიცვალა.

ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი შემთხვევა  - 23 000 უკრაინაში დაფიქსირდა. უკრაინის გარდა, წელს წითელას 1000-ზე მეტი შემთხვევა აღინიშნა ევროპის კიდევ 6 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გასული წლის ამავე პერიოდში წითელათი ევროპაში 23 927 ადამიანი დაავადდა, 2016 წელს კი - 5 273. სპეციალისტები ინფიცირების შემთხვევათა ზრდას იმით ხსნიან, რომ ადამიანები ვაქცინაციას უფრო იშვიათად მიმართავენ. 

წელს უკრაინისა და საქართველოსთან ერთად წითელას 1000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა საფრანგეთში, საბერძნეთში, იტალიაში, რუსეთსა და სერბეთში.

ყველა ამ ქვეყანაში ამ ვირუსით სიკვდილიანობის შემთხვევაც აღირიცხა, ყველაზე მეტი ადამიანი წითელამ სერბეთში იმსხვერპლა, სადაც 14 ადამიანი გარდაიცვალა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის, პაატა იმნაძის თქმით, წითელას შემთხვევების შესახებ ცენტრი მოსახლეობას მუდმივად აფრთხილებს.

„წითელას შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ ვაქცინაციით, რომელიც უფასოა საქართველოში. ამიტომ მოვუწოდებთ ყველას აცრისკენ“, - უთხრა იმნაძემ „ლიბერალს“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^