Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თემურ შაშიაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად წარადგინეს

20 აგვისტო, 2018 18:02

იმერეთის ყოფილი გუბერნატორი თემურ შაშიაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობს. საინიციატივო ჯგუფმა (ზაურ ნაჭყებიამ, გიორგი წერეთელმა, გიორგი ანჩაბაძემ, გელა ფარჩუკიძემ და ინეზა იამანიძემ) საპრეზიდენტო კანდიდატად თემურ შაშიაშვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უკვე წარადგინა.

საინიციატივო ჯგუფის განცხადებით, პრეზიდენტის უფლებამოსილება საკმაოდ დაკნინებულია, მაგრამ ამის მიუხედავად, ეს თანამდებობა შემთხვევითი და დესტრუქციული ადამიანების ხელში არ უნდა აღმოჩნდეს.

ხელისუფლებამ კი შესაძლოა, მომავალ არჩევნებში მხარი სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად „ევროპული საქართველოს“ კანდიდატ დავით ბაქრაძეს დაუჭიროს, რაც, სწორედ ასეთი ნაბიჯი იქნება.

„ფაქტია, პრეზიდენტის სავარძლის „ნაცმოძრაობისთვის“ დათმობით დაიწყება ხელისუფლების ხელახლა გადაბარების პროცესი, რომელიც საბოლოო განაჩენი იქნება საქართველოსთვის…

სწორედ ამან გადაგვაწყვეტინა პრეზიდენტობის კანდიდატად წარგვედგინა ბატონი თეიმურაზ შაშიაშვილი, რომელმაც მიუხედავად კორუფციული სახელისუფლებო რეჟიმის პირობებში ქუთაისის და იმერეთის რეგიონის ხელძღვანელად მუშაობისა, თავისი ცხოვრების წესით მოახერხა, შეენარჩუნებინა უმწიკვლო ჩინოვნიკის სახელი.

მეტიც, იგი ყოველთვის გამოირჩეოდა ნოვატორული იდეებით და ყველგან და ყოველთვის საკუთარ ხელწერას ტოვებდა“, - ნათქვამია საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში.

შაშიაშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალური წარდგენა უახლოეს დღეეებში იგეგმება.

თემურ შაშიაშვილი ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების დროს, 1993-1995 წლებში ქუთაისის მერი, 1995 წლიდან 2003 წლამდე კი იმერეთის გუბერნატორი იყო.

2004 წელს ის საპრეზიდენტო კანდიდატი იყო, მაგრამ მიხეილ სააკაშვილთან დამარცხდა.

2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე შაშიაშვილი ასევე იყრიდა კენჭს ქუთაისის მერობისთვის. თუმცა, მაშინ ქალაქის მერად „ქართული ოცნების“ კანდიდატი შოთა მურღულია აირჩიეს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^