Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„საბჭომ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო“ - სანიკიძე IBSU-თვის სტუდენტების მიღების შეჩერებაზე

21 აგვისტო, 2018 12:29

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უფროსის, თამარ სანიკიძის თქმით, შავი ზღვის უნივერსიტეტისთვის (IBSU) სტუდენტების მიღების ერთი წლით შეზღუდვა კანონიერია.

„ვფიქრობ, საბჭომ მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ მიეღო კანონიერი გადაწყვეტილება. უნივერსიტეტმა ავტორიზაცია მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ დადასტურდა ძალიან მძიმე სურათი, რომელიც დღეს აქვს უნივერსიტეტს“, - განაცხადა სანიკიძემ.

მისი განმარტებით, უნივერსიტეტი გადასახადების გადახდას თავს არიდებდა, რის გამოც დაეკისრა ჯარიმა და აქვს დავალიანება სახელმწიფოს მიმართ. ეს გახდა სტუდენტების მიღების შეჩერების მიზეზი.

„მათ უკვე დავა აქვთ სახელმწიფოსთან იმ თანხასთან დაკავშირებით, რომლის გადახდაც ეკუთვნით სახელმწიფო ბიუჯეტში. თავის დროზე დაფიქსირდა, რომ ისინი გადასახადების გადახდას არიდებდნენ თავს. დღეისთვის ეს თანხაა 715 ათასი ლარი. ეს არის მიზეზი, რომ სრულიად დაყადაღებულია მათი ქონება და შპს-ს მფლობელების წილები“, - თქვა თამარ სანიკიძემ.

სანიკიძის თქმით, უნივერსიტეტის სტუდენტები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ სწავლას. შეზღუდვა შეეხებათ აბიტურიენტებს, რომლებმაც წელს შავი ზღვის უნივერსიტეტი აირჩიეს.

„მათთვის ჩვენ გამოვაცხადებთ რიგგარეშე მობილობას, ჯერ უბრალოდ რამდენიმე დღე დაველოდებით რანჟირების დოკუმენტს, რომ ზუსტად ვნახოთ, ვინ მოიპოვა ამ უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლება და წელს მათ შევთავაზებთ სხვა ავტორიზებულ დაწესებულებებს, რომ შეუფერხებლად დაიწყონ სასწავლო წელი“, - დასძენს სანიკიძე.

ავტორიზაციის საბჭომ 20 აგვისტოს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ავტორიზაცია ექვსი წლის ვადით მიანიჭა, მაგრამ ამავდროულად, საბჭომ უმაღლეს სასწავლებელს 2019 წლის 20 აგვისტომდე სტუდენტთა ნაკადის მიღება შეუჩერა. უნივერსიტეტი ამ გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს.

სასამართლოს დასრულებამდე, შავი ზღვის უნივერსიტეტის განცხადებით, ამ ჯარიმის გამო ავტორიზაციის შეჩერება უსამართლოა. მით უმეტეს მაშინ, როცა უმაღლესი სასწავლებლის ქონება ჯარიმის საფასურს მნიშვნელოვანად აღემატება.

ამასთან, უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციის განცხადებით, ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება მხოლოდ მიმდინარე წელს 2 მილიონ ლარამდე ამცირებს უნივერსიტეტის შემოსავალს. ხოლო შემოსავლის შეზღუდვა მაშინ, როცა, საბჭოს მოსაზრებით, უნივერსიტეტის მთავარი პრობლემა სწორედ მატერიალური არასტაბილურობაა, არაადეკვატურია.

უნივერსიტეტი მხარდაჭერისთვის არასამთავრობო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსსა და საზოგადოებას მიმართავს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^