Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლევან კობიაშვილი გურამ კაშიას სოლიდარობას უცხადებს

29 აგვისტო, 2018 17:16

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მხარი დაუჭირა ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანს გურამ კაშიას.

სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც მეყოლება ჩვენც ქვეყანაში, იმ ადამიანებისთვის გამოვცხადდები ნაკრებში“, - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა Facebook-ზე გურამ კაშიამ ეს სიტყვები დაურთო ფოტოს და ნაკრების კაპიტანს სოლიდარობა გამოუცხადა.

გურამ კაშიას მხარი დაუჭირა ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა ჯღარკავამაც, ასევე ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა: გიორგი მერებაშვილმა, გიორგი ქვილითაიამ, ნიკა კვეკვესკირმა და გიორგი ლორიამ.

კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადეს „ქართული სპორტის ქომაგებმაც“.

გურამ კაშიას მხარდასაჭერად სოციალურ ქსელებში მიმდინარეობს კამპანია, #გურამშენთანვართ, რომელიც მას შემდეგ დაიწო, რაც კაშიამ Facebook-ზე თავისი გვერდი გააუქმა და Instagram-ის ანგარიში დახურა მისდამი მუქარის, შეურაცხყოფისა და ჰომოფობიური კომენტარების გამო.

გურამ კაშია 30 აგვისტოს მონაკოში UEFA-ს პირველ ჯილდოს ფეხბურთში თანასწორობის მხარდაჭერისთვის (#EqualGame) მიიღებს. საქართველოს ნაკრებისა და „სან ხოსეს“ მოთამაშეს ჯილდო ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის გადაეცემა.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გურამ კაშიას წინააღმდეგ ჰომოფობიურად განწყობილი მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი კონსტანტინე მორგოშია კი მუქარის შემცველი Facebook სტატუსის გამო შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ამის მიუხედავად, Instagram-ზე კაშია წერს, რომ გადაწყვეტილებას არ ნანობს.

„არაფერს ვნანობ, მე ვარ ყველაზე ამაყი ადამიანი დედამიწაზე. სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც მეყოლება საქართველოში, მისთვის გამოვცხადდები ნაკრებში და ვითამაშებ!“ - წერს კაშია.

საქართველოს ეროვნული ნაკრები 9 სექტემბერს უეფა-ს ერთა ლიგის ეგიდით დინამო არენაზე ლატვიას უმასპინძლებს. გურამ კაშია ნაკრების განაცხადშია.

სოფო კილაძე კაშიას წინააღმდეგ მიმართულ პროტესტზე: აზრის გამოხატვის გამო მუქარა მიუღებელია

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^