Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კობახიძე: "ქართული ოცნება" არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას დაუჭერს მხარს

09 სექტემბერი, 2018 18:16

რამდენიმე წუთის წინ ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით პარტია საპერზიდენტო არჩევნებში მხარს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას დაუჭერს. 

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის დამოუკიდებელი კანდიდატია. 

"პარტიის პოლიტიკური საბჭოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მხარი დავუჭიროთ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას: ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არის გამორჩეული ქართული ოჯახის წარმომადგენელი, ნიკო ნიკოლაძისა და ივანე ზურაბიშვილის შთამომავალი; მას აქვს გამორჩეული დიპლომატიური გამოცდილება; საქართველოში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მოღვაწეობის პერიოდში, მის სახელს უკავშირდება საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანა; რამდენიმეწლიანი ოპოზიციური მოღვაწეობის პერიოდში, ის თავგამოდებით იბრძონდა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ სამართლიანობის დასაცავად; ბოლოს, ის იყო საქართველოს პარლამენტის ღირსეული წევრი და ყოველთვის გამოხატავდა თავის პრინციპულ დამოკიდებულებას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით."- განაცხადა კობახიძემ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^