Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქანთარია დიდგორობაზე: ჩემი პროექტის გაჩერებამ დაამტკიცა, რომ დამოუკიდებლობის ხარისხი მყიფეა

12 სექტემბერი, 2018 17:01

„დიდგორობის დღესთან დაკავშირებით ჩემს მიერ წარდგენილი პროექტის გაჩერებამ დაამტკიცა, რომ ჩვენი დამოუკიდებლობის ხარისხი საკმაოდ მყიფეა“ - განაცხადა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე, დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ. დეპუტატის იდეა დიდგორობის დღის სახელმწიფოებრივ რანგში ატანასა და აღნიშვნას გულისხმობდა.

ქანთარიას თქმით, კანონპროექტს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა, თუმცა ახლა სიტყვიერად არის შეჩერებული, პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს კი არ ეძლევა საშუალება, რომ ის მეორე მოსმენაზე გაიტანოს. 

„იყო საკმაოდ რთული და მტკივნეული დღეები. ამის გამო უმრავლესობის დატოვებასაც ვაპირებდი, მაგრამ ანგარიში გავუწიე კოლეგებს, რომლებიც პროექტის თანაავტორები იყვნენ. ხალხს, რომელსაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გვინდა და ამის პრეტენზია გვაქვს, საკუთარი დაბადების დღე ვერ გადაგვიხდია სახლში - ჩვენი წინაპრის ასეთი დიდი გამარჯვების“, - განაცხადა ქანთარიამ. 

გასულ წელს ნუკრი განთარია აცხადებდა, რომ კანონპროექტის შეჩერების ერთ-ერთი მიზეზი თურქეთის საელჩოს მეგობრული თხოვნა იყო.

„თუ რამემ ხელი შეუშალა [კანონპროექტს], აქ საჭირო იყო დიპლომატიის ჩართვა. მაშინდელმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ აბსოლუტური უსუსურობა გამოამჟღავნა. იყო სისინ-წიწინი ჩვენი ზოგიერთი კოლეგის მხრიდან - იმის მაგივრად, რომ ჩვენს მიერ აღებული ინიციატივა გაგვეტანა. არ ვფიქრობ, რომ ამას ჩვენი დაქცევა უნდა მოჰყოლოდა. ამაში მარტო არ ვიყავი. პროექტის წარდგენაში რამდენიმე კოლეგამ მიიღო მონაწილეობა. სწორედ ამ კოლეგების გამო, რომ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩამაყენებინა ისინი, გარკვეული ხნით თავი შევიკავე“, - განაცხადა ქანთარიამ. 

ნუკრი ქანთარიას თქით, 12 აგვისტოს მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა აღნიშნავდნენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^