Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გაეროს ქალთა ორგანიზაცია საზღვაო ინდუსტრიაში ქალთა მხარდაჭერას იწყებს

12 სექტემბერი, 2018 17:47

 გაეროს ქალთა ორგანიზაცია, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და ქალთა სანაოსნო და სავაჭრო ასოციაციასთან ერთად, საზღვაო ინდუსტრიაში ქალთა განათლებისა და დასაქმების მხარდაჭერას იწყებს. შესაბამისი ურთიერთგაგების მემორანდუმი 13 სექტემბერს, ბათუმში მიმდინარე საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე გაფორმდება.

მემორანდუმის ფარგლებში, მომდევნო ორი წლის განმავლობაში ქალებს შორის საზღვაო პროფესიების პოპულარიზაციისა და ამ ინდუსტრიაში მათი დასაქმების გაზრდისთვის სხვადასხვა ინიციატივა განხორციელდება. კერძოდ, ჩამოყალიბდება 4 მეზღვაური ქალის სახელობის ფონდი, რომელიც ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საზღვაო ფაკულტეტის 4 სტუდენტი გოგოს სწავლას დააფინანსებს. ასევე, მთელი საქართველოს მასშტაბით შეირჩევა 20 ქალი, რომელიც  საკრუიზო ლაინერებზე დასაქმებისთვის პროფესიულ გადამზადებას გაივლის.

პარალელურად, საზღვაო ინდუსტრიაში კარიერის შესაძლებლობების უკეთ გაცნობის მიზნით, მე-10 და მე-11 კლასელი გოგოებისთვის საჯარო ლექციები ჩატარდება, რაც ხელს შეუწყობს მათი საზღვაო პროფესიებით დაინტერესებას. ამას გარდა, გაეროს ქალთა ორგანიზაცია შესაბამის სამთავრობო უწყებებსა და კომპანიებს საზღვაო ინდუსტრიაში გენდერული საკითხების ინტეგრირებაშიც დაეხმარება.

მსოფლიოს მასშტაბით საზღვაო ინდუსტრიაში კაცები დომინირებენ. ტრანსპორტის მუშაკთა საერთაშორისო ფედერაციის ინფორმაციით, ქალები ამ დარგში სამუშაო ძალის მხოლოდ 2%-ს შეადგენენ, თუმცა საერთაშორისო ინტერესი აღნიშნულ სფეროში ქალთა როლის მიმართ იმატებს.

„გაეროს ქალთა ორგანიზაცია მოხარულია, რომ საზღვაო ინდუსტრიაში, სადაც ძირითადად კაცები დომინერებენ, ქალთა შესაძლებლობის გაზრდას უწყობს ხელს. ზოგადად, შრომის ბაზრის სხვადასხვა სექტორში ქალთა თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველყოფა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენ უკვე გვაქვს ის ინსტრუმენტები, რომლებიც კერძო თუ საჯარო სექტორებს ამ მიზნის მიღწევაში დაეხმარება. გენდერული მრავალფეროვნება სასარგებლო არა მხოლოდ ქალებისთვის, არამედ მთლიანად ეკონომიკისთვისაა“, - აცხადებს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა.

ინიციატივა პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^