Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„მართლმადიდებელი ეკლესიიდან, ირიბად, რუსული გავლენა მოდის“ - უეს მიტჩელი

12 სექტემბერი, 2018 18:10

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, უეს მიტჩელის თქმით, რუსული პროპაგანდა ძლიერია და სოციალურ მედიაში მასთან ბრძოლას დიდი ყურადღება ეთმობა. მიტჩელის აზრით, რუსული გავლენის ირიბად გამტარი გახდა მართლმადიდებელი ეკლესიაც.

„ჩვენ ვიცით რუსეთის ინსტრუმენტები, მაგრამ მზად ვართ, ვებრძოლოთ. საქართველომ დიდი ყურადღება მიაქცია სოციალურ მედიას, თუმცა არის ძალიან დიდი ძალა, მართლმადიდებელი ეკლესია, საიდანაც ირიბად გადმოდის რუსული გავლენა“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე საუბრისას, მიმდინარე კონფერენციაზე - „მსოფლიო თავდაყირა 2018”.

მიტჩელის აზრით, საჭიროა საზოგადოების ინფორმირება და ხალხის დარწმუნება, რომ დასავლური ღირებულებები არ ეწინააღმდეგება ქვეყნის ტრადიციებს.

„ჩვენ უნდა გავიდეთ საზოგადოების იმ ფენებზეც, რომლებსაც არ აქვთ მაგალითად ინტერნეტი, თუ გვინდა, ეს კონკურენცია მოვიგოთ“, - განაცხადა მიტჩელმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^