Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო► დაღუპული 18 წლის ბიჭის საქმის გამოძიების მოთხოვნით გორთან ავტობანი გადაკეტეს

14 სექტემბერი, 2018 12:49

გორთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სოფელ ხელთუბნის მცხოვრებლებმა გორის ცენტრალური ავტობანი გადაკეტეს, რასაც პოლიციისგან წინააღმდეგობა მოჰყვა. აქციის მონაწილეები დაღუპული 18 წლის თორნიკე მერებაშვილის საქმის გამოძიებას მოითხოვენ. 

18 წლის თორნიკე მერებაშვილი გორი-მეჯვრისხევის გზაზე, სოფელ ხელთუბნის მონაკვეთზე 6 ივლისს დაღუპული იპოვეს. გამოძიებას შსს საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით აწარმოებს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დაღუპულის მამა, მერაბ მერებაშვილი ამბობს, რომ მისი შვილი მოკლულია. მამის ინფორმაციით, გარდაცვალებამდე თორნიკემ ბიძაშვილს დაურეკა და უთხრა, რომ დაჭრილი იყო და დახმარება სჭირდებოდა. 

ვიდეო: შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 ნოემბერი
20 ნოემბერი

ხობში აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკ ...

ხობში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ხანდაზმული მამაკაცი თბილისის დამწვრობის ცენტრში გარდაიცვ ...
19 ნოემბერი
19 ნოემბერი

საქართველომ ყაზახეთთან მატჩი 2:1 მოიგო

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის ბოლო მატჩი ყაზახეთის ეროვნულ გუნდს ანგარიშით 2 - 1 მოუგო. შეხვე ...
19 ნოემბერი
19 ნოემბერი

ბიძინა ივანიშვილი ხვალ, 22:00 საათზე ტელ ...

ბიძინა ივანიშვილი ხვალ, ტელეკომპანია „იმედზე" გადაცემა „იმედილაივის“ სტუმარი იქნება, - ამის ...
^