Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა ხედვა აქვს სამინისტროს განათლების რეფორმაზე

14 სექტემბერი, 2018 13:25

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა დღეს იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განათლების სისტემის რეფორმირის ხედვა წარადგინა.

მინისტრმა მოკლედ ისაუბრა სკოლამდელი განათლების, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების, ასევე მეცნიერების მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებების შესახებ. უფრო კონკრეტულად თუ რა და გეგმები აქვს სამინისტროს თითოეული მიმართულებით, რა ფინანსური რესურსითა და ვადებში აპირებს ცვლილებების განხორციელებას, „ლიბერალი“ მოგვიანებით, ეტაპობრივად შემოგთავაზებთ. 

სკოლამდელი განათლება

როგორც მინისტრმა განაცხადა, სკოლამდელი განათლების რეფორმა სხვადასხვა მიმართულებასთან ერთად, გულისხმობს ხელმისაწვდომობის ზრდას, ახალ სასწავლო პროგრამებს, გადამზადებულ პედაგოგებს,  განათლების სტანდარტის დანერგვას ბავშვის განვითარების ყველა ასაკობრივ ჯგუფში, დამხმარე ელექტრონული რესურსების შექმნას მშობლებისთვის და მათი ინფორმირებულობის ზრდას სკოლამდელი განათლების შესაძლებლობებზე.

მისივე თქმით, სკოლამდელი განათლების სტანდარტი ეტაპობრივად ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის დაინერგება.

„როგორც საერთაშორისო გამოცდილება და კვლევები აჩვენებს, სკოლამდელ განათლებაში ეყრება საფუძველი ბავშვის განათლების წარმატებას. თუ არ გვექნა კარგად განვითარებული, განათლებული პედაგოგებით უზრუნველყოფილი სწავლება, შეუძლებელია შემდეგ ეტაპებზე იმაზე საუბარი, რომ სკოლის და შემდეგ ეტაპებზე არ იყოს პრობლემა. რეფორმის პერიოდში უდიდესი ყურადღება მიექცევა სკოლამდელ განათლებას და ჩვენ უკვე ჩამოყალიბებული გვაქვს ეტაპები წლების მიხედვით, თუ როგორ განხორციელდება ეს ყველაფერი. 2022 წელს უნდა მივიღოთ ფაქტიურად 100%-ით დაფარვა, რომელიც მოიცავს დედაქალაქს და რეგიონებსაც და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული სასწავლო სტანდარტები, ამ სისტემით გადამზადებული პედაგოგებით“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

ზოგადი განათლება

ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებზე საუბრისას მიხეილ ბატიაშვილმა ყურადრება მასწავლებლებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ განათლების რეფორმა მასწავლებლების, სპეცმასწავლებლების, სკოლის დირექტორებისა და ადმინისტრაციის სახელფასო პოლიტიკას ითვალისწინებს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა,  2018-19 წლებში  ხელფასი 10 000-მდე მასწავლებელს გაეზრდება; 2019-2021 წლებში ხელფასები გაეზრდებათ სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციულ პერსონალს და გაგრძელდება ხელფასების ზრდა მასწავლებლებისთვის.

მისივე თქმით, 2022 წლისთვის კი მასწავლებლის საშუალო ხელფასი მიაღწევს 1500 ლარს, ხოლო უმაღლესი საფეხურის მასწავლებლების ხელფასი  - 2000 ლარს და მეტს.

„გააზრებული სწავლა-სწავლების კულტურა, მოსწავლის პიროვნული განვითარება, როგორც სკოლის მთავარი საზრუნავი, მოსწავლის მზადება სწრაფად ცვალებადი სამყაროსთვის, შემოქმედებითი, კრიტიკული აზროვნება, ინკლუზიურობა, ეროვნული და კულტურული ფასეულობები, ინოვაცია და ტექნოლოგიები, როგორც ცოდნის შეძენისა და გაზიარების ინსტრუმენტი, უპირობო პოზიტიური და უსაფრთხო გარემო - ეს არის ის პრინციპები, რასაც ახალი სკოლის მოდელი უნდა ეფუძნებოდეს“,- განაცხადა მინისტრმა. 

მინისტრი ეროვნული გამოცდების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მოხდება არსებული სისტემის შეფასება საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. , სისტემის ახალი მოდელის დანერგვა კი 2020 წლისთვის იქნება შესაძლებელი.

პროფესიული განათლება 

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროფესიული განათლების მიმართულებით სამინისტროს მიერ დაგეგმილი რეფორმის მთავარი ამოცანა რეგიონულ განვითარებაზე ორიენტირებული სწრაფი დასაქმების მოქნილ მოდელზე გადასვლაა, რაც მოკლევადიანი გადამზადების სისტემის შექმნას გულისხმობს.

მათივე ცნობით, იმისათვის, რომ რეფორმა იყოს შედეგიანი, იგი გატარდება ეტაპობრივად, გაწერილი გეგმის მიხედვით. მისი პირველი ეტაპი, რომელიც 2018-2019 წლებს მოიცავს, ითვალისწინებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობის გაზრდას კიდევ 13 მუნიციპალიტეტში. ასევე, პროფესიული განათლების რეფორმა ითვალისწინებს 2019-2022 წლებში პროფესიული სასწავლებლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციის ხელფასების ზრდას.

უმაღლესი განათლება და მეცნიერება 

მინისტრის თქმით,  ევროპული უმაღლესი განათლების სივრცეში ინტეგრაცია უმაღლესი განათლების მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის მთავარი ამოცანა იქნება. შემუშავდება უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი, მოხდება განათლებისა და მეცნიერების სისტემების ინტეგრაცია, დაიგეგმება სპეციალური პროგრამები უცხოელი სტუდენტების მოსაზიდად, შეიქმნება ერთიანი ელექტრონული სასწავლო-პლატფორმა.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, იმისათვის, რომ რეფორმა იყოს შედეგიანი, ის ეტაპობრივად, გაწერილი გეგმის მიხედვით გატარდება.

უფრო კონკრეტულად კი, მათივე ცნობით, პირველი ეტაპი ითვალისწინებს განათლების ხარისხისა და აკრედიტაციის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, დამოუკიდებელი და საერთაშორისო აკრედიტაციის სააგენტოების შექმნას. რეფორმის ამავე ეტაპზე უმაღლესი განათლების სისტემის დაფინანსება გადავა ახალ მოდელზე.

მათივე ცნობით, რეფორმის მეორე ეტაპი 2020-2023 წლებს მოიცავს, რა დროსაც დაინერგება საერთაშორისო უნივერსიტეტებთან ერთობლივი პროგრამები, ხოლო უცხოელი სტუდენტების რაოდენობა, მიზნობრივი პროგრამების განხორციელების შედეგად, 50 ათასი სტუდენტით გაიზრდება.

რაც შეეხება მეცნიერებას, მინისტრის თქმით, მოხდება სტრატეგიული სამეცნიერო პროექტების განსაზღვრა და მხარდაჭერა, ამასთან, ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში ჩართულობის სტიმულირება და ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^