Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თბილისში ჰაერში მტვრის შემცველობის გაზომვისას მძიმე კანცეროგენი - ტყვია გამოვლინდა

14 სექტემბერი, 2018 16:58

არასამთავრობო ორგანიზაციამ, „ეკოხედვა/ECOVISION“ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის საკომიტეტო მოკვლევის ფარგლებში, თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ კვლევა ჩაატარა.

ორგანიზაციის დამფუძნებელმა, ნინო სულხანიშვილმა კვლევის პრეზენტაციისას განაცხადა, რომ თბილისის რამდენიმე წერტილიდან აიღეს მონაცემები და კონკრეტულ წერტილებში გაიზომა ჰაერის ხარისხი. ასევე მოხდა მსუბუქი ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის ტესტირება, იქიდან გამომდინარე, რომ ქალაქში ჰაერის ერთ-ერთი მთავარი დამაბინძურებელი ავტოტრანსპორტია.

კვლევის პრეზენტაციისას განაცხადეს, რომ ყველაზე მძიმე დამაბინძურებელი აღმოჩნდა მტვერი, რომელსაც ჰქონდა მაღალი მაჩვენებლები.

ორგანიზაციამ კვლევისას მტვერში ისეთ მძიმე კარცეროგენული ლითონებს მიაგნო, როგორებიცაა ტყვია და კადმიუმი. კვლევის პრეზენტაციისას  განაცხადეს, რომ ისეთი კარცეროგენის გაზომვა, როგორიცაა  ტყვია მნიშვნელოვანი იყო, რადგან ის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ძნელად გამოდის გარეთ, ილექება, გროვდება. მათი თქმით,  ტყვია და კადმიუმი სხვადასხვა დაავადების, მათ შორის ონკოლოგიური დაავადებების გამომწვევი ფაქტორი შეიძლება გახდეს. ისინი საქართველოში პირველად გაიზომა. 

მონაცემების მიხედვით, ტყვიის  ზღვრულად დასაშვები საშუალო დღე-ღამური კონცენტრაცია არის - 0.3 მკგ/მ3

მაგ: ტყვია 26 ივნისს გმირთა მოედანზე  დაფიქსირდა 0.1მკგ/მ3 , ხოლო 10 ივნისსა და 1 აგვისტოს - 0.3 მკგ/მ3 

კვლევის ორგანიზაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ, არსებული მონაცემების  საფუძველზე, ტყვია არ აღემატება ზედა ზღვარს, თუმცა ეს მაინც არ არის დამამშვიდებელი. მათი თქმით, უცნობია, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს არსებულმა მონაცემებმა ადამიანის ჯანმრთელობაზე.

მონაცემების მიხედვით, ჰაერში კარცეროგენი კადმიუმი შედარებით მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი.

ჰაერის ხარისხზე დაკვირვების საპილოტე წერტილებად შეირჩა 5 ძირითადი ლოკაცია:

  1. გმირთა მოედანი, სადაც გამოიყო 3 სადამკვირვებლო წერტილი - კოსტავას 63-ის მიმდებარე ტერიტორია, ტროტუარის ზედაპირიდან 2მ.-ის სიმაღლეზე; ე.წ. „თერთმეტსართულიანი სახლის“ მე-2 სართული და ესტაკადა - ტროტუარის საპირისპირო მხარე.
  2. ვაკის პარკი (რეკრეაციული ზონა)
  3. ლისის ტბა (რეკრეაციული ზონა);
  4. სამშენებლო ობიექტი დიღმის მასივში, ლუბლიანას ქუჩაზე;
  5. სამშენებლო ობიექტი დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩაზე

ჰაერი ყველაზე მეტად დაბინძურებული აღმოჩნდა იმ ტერიტორიებზე, სადაც აქტიურად მიმდინარეობს მშენებლობები, ხოლო ნაკლებად დაბინძურებულია სარეკრეაციო ზონების სიახლოვეს.

„მიღებული მონაცემების მიხედვით, შეიძლება ითქვას, რომ დამაბინძურებელი კომპონენტებიდან ყურადსაღებია მტვრის ჯამური შემადგენლობა“, რომლებიც ადვილად ხვდებიან ადამიანების ორგანიზმში და შესაბამისად, მეტად ნეგატიურად მოქმედებენ მათ ჯამრთელობაზე.

კვლევებმა აჩვენეს, რომ მტვრის შემადგენლობაში აღმოჩნდა ტყვიის გარკვეული შემცველობები, რაც, ალბათ, კიდევ უფრო ზრდის ჰაერში მტვრის არსებობის საშიშროების ხარისხს“, - წერია აღნიშნულ კვლევაში.

კვლევა-გაზომვა მოიცავს 2018 წლის ივნის-ივლისის პერიოდს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 სექტემბერი
22 სექტემბერი

მეუფე იაკობი კანაფის წარმოების კანონპროე ...

პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ფიქრობს, რომ ხელისუფლება კანაფის წარმოების შესახებ კანონპროექტს გამოიწვევს.& ...
22 სექტემბერი
22 სექტემბერი

„უშიშროების საბჭოში, ყველგან ჩვენი წარმო ...

ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი, სახელმწიფო უშიშროების საბჭოსა და სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოში საპატრიარქ ...
22 სექტემბერი
22 სექტემბერი

ბახტაძე: კანაფის კულტივაციის ნაწილთან და ...

პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის თქმით, მარიხუანის კანონპროექტზე, კერძოდ კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებით საზოგადოე ...
^