Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქუჩაში, პარკში, კაფეში მარიხუანის მოხმარება 500-დან 1000 ლარამდე დაჯარიმდება - კანონპროექტი

18 სექტემბერი, 2018 11:57

მარიხუანასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონში ასახვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანონპროექტი მოამზადა, რომელიც პარლამენტში უკვე შევიდა.

აღნიშნული პროექტი რამდენიმე კანონში ცვლილებას ითვალისწინებს, მათ შორის -ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში.

ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში:

თავდაპირველად მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ იმ ტერმინების განმარტება, რომელიც მარიხუანასთან დაკავშირებით შესაბამის მუხლებში შეგვხვდება. კერძოდ,  ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ მყოფად პირი ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტი დასტურდება ერთობლივად კლინიკური და ლაბორატორიული დასკვნებით.

რაც შეეხება მოხმარებას, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებად ჩაითვლება მისი მიღების პროცესი ან მისი მოსახმარებლად უშუალოდ მომზადების პროცესი.

რაც შეეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს, კოდექსს ემატება ახალი, 45-ე პრიმა მუხლი.

კანონპროექტში ვკითხულობთ, მცენარე კანაფის ან მარიხუანის მოხმარება ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, სასამართლოში, აეროპორტში, სამედიცინო ან/და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა- ნაგებობებში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში (მათ შორის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტში), ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში ან/და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილას, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით.

იმ შემთხვევაში, თუ პირი განმეორებით ჩაიდენს ამ სამართალდარღვევას, მაშინ ჯარიმა 1000 ლარიდან 1500 ლარამდე გაიზრდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ მარიხუანის მოხმარება ასევე იკრძალება ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, გარდა ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილისა.

მარიხუანის მოხმარება 21 წლამდე ასაკის პირის მიერ, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით. განმეორებით შემთხვევაში კი - 1000 ლარიდან 1500 ლარამდე ოდენობით.

პროექტში ვკითხულობთ, რომ მარიხუანის მოხმარება ან ზემოქმედების ქვეშ ყოფნა არასრულწლოვანის თანდასწრებით, ან სასწავლო, საგანმანათლებლო ან/და სააღმზრდელო დაწესებულების, ბიბლიოთეკის, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკის, ბავშვთა გასართობი ცენტრის და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, აგრეთვე 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე 150 მეტრის რადიუსში, გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე. განმეორების შემთხვევაში კი 1 500 ლარიდან 2 000 ლარამდე.

მარიხუანის მოხმარება ან ზემოქმედების ქვეშ ყოფნა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით, განმეორების შემთხვევაში კი 1 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით.

მარიხუანის მოხმარება ან ზემოქმედების ქვეშ ყოფნა სამხედრო ნაწილში, გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით. განმეორებით, კი 1 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ პროექტის მიხედვით, მცენარე კანაფის ან მარიხუანას მცირე ოდენობით ფლობა, ასევე გადაზიდვა ან/და გადაგზავნა, 500 ლარით დაჯარიმას გამოიწვევს. ერთი წლის განმავლობაში იგივე ქმედების [ანუ მცირე ოდენობით მარიხუანის ფლობა] განმეორების შემთხვევაში ქმედება სისხლის სამართლის დანაშაული იქნება და დაისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 100-დან 160 საათამდე. ჯარიმის ოდენობა 1500 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს.

პროექტით, პასუხისმგებლობა წესდება დაწესებულების მიერ (იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, მეწარმე სუბიექტი, საჯარო დაწესებულება, მათ შორის, სახელმწიფო ორგანო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო) მცენარე კანაფის ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ზემოქმედების ქვეშ ყოფნის გამოვლენილი ფაქტის აღსაკვეთად ზომების მიუღებლობისთვის. ჯარიმა ამ შემთხვევაში 1500 ლარი იქნება, ხოლო განმეორების შემთხვევაში 2000 ლარი.

კანონპროექტის მიხედვით, სამართალდარღვევის ჩადენა ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ფსიქოაქტიური სიმთვრალის მდგომარეობაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვლება.

სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები:

პროექტის მიხედვით, მკაცრდება მიდგომა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების დაყოლიებაზე. წარმოდგენილი ცვლილებით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია არამხოლოდ არასრულწლოვნის, არამედ 21 წლამდე ასაკის პირის ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე დაყოლიებისთვის. ამ დანაშაულისთვის 6-დან 10-წლამდე  თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვა

კანონპროექტის მიხედვით, ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ფსიქოაქტიური სიმთვრალის მდგომარეობაში, დაისჯება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმით ან/და 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

იმ შემთხვევაში, თუ მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევამ ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია და პირი ამ დროს ალკოჰოლური ან ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაშია, ის დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 5 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე ან უამისოდ.

ხოლო  ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების შემთხვევაში, პირი დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 6 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე.

ადამიანის სიცოცხლის მოსპობის შემთხვევაში, პირი დაისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 6-დან 9 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით 3 წლამდე. ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობის შემთხვევაში კი, თავისუფლების აღკვეთით, ვადით 8-დან 12 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით 3 წლამდე“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

13 დეკემბერი
13 დეკემბერი

თელავის მერია: ინაუგურაციის გამო 14-16 დ ...

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, ინაუგურაციასთან დაკავშირებით 14, 15 და 16 დეკემბერს 13:00სთ-დან 15:00სთ ...
13 დეკემბერი
13 დეკემბერი

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს წინა ...

საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის ომის შესახებ წარდგენილი საჩივრები სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად ცნო ...
13 დეკემბერი
13 დეკემბერი

თბილისში ირანელი ბიზნესმენები არ შემოუშვ ...

ხვალ, 14 დეკემბერს ორგანიზაციის „ირანელ ინვესტორთა კავშირი საქართველოში" დაგეგმილი კონფერენცია ჩაიშალა. ...
^