Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შეიქმნება არასრულწლოვანთა სამმართველო - შსს საგამოძიებო სისტემის რეფორმას იწყებს

18 სექტემბერი, 2018 11:09

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა, რომ შსს საგამიძიებო სისტემის რეფორმას იწყებს. სწორედ ამ რეფორმას ეძღვნება კონფერენცია, რომელიც მინისტრმა გახსნა და  სიტყვით გამოსვლისას დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა. 

„ინტერპრესნიუსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი გახარიამ კრიმინალური პოლიციის რეფორმის შესახებაც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ეს ნაწილი შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე „სისტემური განახლების“ პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.

მინისტრმა აღნიშნა, რომ კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში მიმდინარეობს საგამოძიებო, ოპერატიული და საუბნო მიმართულებების ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯვნა და სამივე მიმართულების გაძლიერების გზით, კრიმინალური პოლიციის საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება.

გიორგი გახარიამ ისაუბრა იმაზე, რომ  სამინისტრომ უკვე შეაფასა გამომძიებელთა კვალიფიკაცია. მისი თქმით, მიღებული შედეგების შესაბამისად სამინისტროს აკადემიაში გამომძიებელთა პროფესიული გადამზადების მოდული შემუშავდა. 

კონფერენციაში მონაწილეებს სამინისტროში მიმდინარე, კრიმინალური პოლიციის რეფორმირების ნიმუშად, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ახალი სტრუქტურა წარედგინა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურის ცვლილების მთავარი მიზანია, ერთმანეთისგან მკაფიოდ გაიმიჯნოს საგამოძიებო, ოპერატიული და საუბნო მიმართულებები. უფრო კონკრეტულად, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში იქნებიან გამომძიებლები, რომლებიც იმუშავებენ მხოლოდ გამოძიებაზე, დეტექტივები, რომლებიც პასუხისმგებელი იქნებიან მხოლოდ ოპერატიულ მუშაობაზე და მართლწესრიგის ოფიცრები, რომლებიც ორიენტირებული იქნებიან პრევენციულ საპოლიციო საქმიანობაზე. გარდა ამისა, იქმნება არასრულწლოვანთა სამმართველო, რომელიც თბილისის მასშტაბით არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე იქნება პასუხისმგებელი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^