Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო► კახიძე: „ლიბერალის“ რედაქტორზე თავდასხმას საგამოძიებო უწყებები ჯეროვნად არ იძიებენ

19 სექტემბერი, 2018 17:09

დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრი ოთო კახიძე „ლიბერალის“ რედაქტორზე, ზურა ვარდიაშვილზე მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა.

როგორც კახიძემ აღნიშნა, ვარდიაშვილზე თავდასხმის საქმეს სამართალდამცველები ჯეროვნად არ იძიებენ, რაც შემაშფოთებელია. მისივე თქმით, საზოგადოებას არ უნდა უწევდეს პროკურატურისა და საგამოძიებო უწყებებისთვის მათი ფუნქციების მუდმივად შეხსენება.

„მინდა, გამოვეხმაურო თბილისში მომხდარ შემთხვევას. თავს დაესხნენ „ლიბერალის“ რედაქტორს, ზურაბ ვარდიაშვილს. მას თავს დაესხნენ ჯგუფურად, სცემეს და მიაყენეს ჯანმრთელობის დაზიანება, დაუზიანეს მობილური ტელეფონიც.

მინდა, გითხრათ, რომ ამ შემთხვევაშიც საგამოძიებო უწყებები და პროკურატურა არ მოქმედებენ ჩადენილი დანაშაულის შესაბამისად. არ მოხდა საქმის დაკვალიფიცირება ჯგუფურობაზე. არის ცალკე აღებული ცემის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება და დაკავებულია მხოლოდ ერთი პირი და არა მისი თანამზრახველები.

ჩვენ ვართ რეჟიმში, რომ მოვუწოდებთ საგამოძიებო უწყებებს რეაგირებისკენ. მაშინ, როდესაც ისინი თავად უნდა ასრულებდნენ საკუთარ ფუნქციებს. ძალიან შემაშფოთებელი მდგომარეობაა ამ კუთხით და პარლამენტს მართებს განსაკუთრებული კონტროლის გამოჩენა ამგვარი შემაშფოთებელი ფაქტების მიმართ“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

დღეს „ლიბერალის“ რედაქტორზე, ზურაბ ვარდიაშვილზე თავდასხმაში სავარაუდო მონაწილე პირებიდან ერთ-ერთი დააკავეს.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 15 სექტემბერს თბილისში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტს, „ლიბერალის“ რედაქტორს - ზურაბ ვარდიაშვილს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ზურაბ ვარდიაშვილის თქმით კი შაბათს მას ფიზიკურად გაუსწორდა 5-6-კაციანი ორგანიზებული ჯგუფი.

ვარდიაშვილი იხსენებს, რომ თავდამსხმელები მისი კუთვნილი, გასაყიდი ავტომანქანით დაინტერესდნენ და მის სანახავად მიდიოდნენ. ვარდიაშვილმა მათ შეხვედრა თბილისში, ვარკეთილში მდებარე ავტოსახელოსნოსთან დაუთქვა, სადაც მანქანა ჰქონდა დატოვებული. 

დათქმული დროიდან ნახევარი საათის შემდეგ შეხვედრის ადგილზე მაღალი სისწრაფით მიმავალი ორი ჯიპი გაჩერდა, საიდანაც 5-6 ან 7 პირი გადმოვიდა და ვარდიაშვილს ფიზიკურად გაუსწორდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^