Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მიტროპოლიტი ანტონი ზურაბიშვილზე: აზროვნებაში ფაქტია, რომ უჭირს

19 სექტემბერი, 2018 18:30

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი (ბულუხია) სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ის აკრიტიკებს ეკლესიას და მაღალი იერარქიის საეკლესიო პირებს, რადგან ისინი  მონაწილეობენ საარჩევნო  კამპანიაში და ერევიან სახელმწიფოს მართვის საკითხებში. 

მიტროპოლიტმა ანტონმა „რუსთავი 2-თან“ განაცხადა, რომ ის, რაც სულიერი მრევლის დეგრადაციას ეხება, ეკლესიასაც ეხება. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს აზროვნებაში უჭირს. 

„მღვდელმთავრები რომ გავხდით, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მოქალაქეები არა ვართ ამ ქვეყნისა და მერე, ჩვენს სულიერ მრევლს რაც ეხება, ჩვენც ყველაფერი გვეხება. სულიერი მრევლის დეგრადაციას რაც ეხება, ყველაფერი ჩვენც გვეხება. რატომ ფიქრობს, რატომ აქვს ასეთი აზროვნება, მე არ ვიცი. მრევლის კეთილდღეობა, მრევლის საზრუნავი ვის ეხება? ეკლესიას არ ეხება? საიდან მოაქვს ეს დასკვნები, აზროვნებაში ფაქტია რომ უჭირს. არ ვიცი,  სალომე ყოველთვის დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომ აამოს მთავრობას“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ანტონმა. 

__________________________________________

პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ არ შეიძლება, ეკლესია  ამ დონეზე მონაწილეობდეს საარჩევნო  კამპანიაში და ერეოდეს სახელმწიფოს მართვის საკითხებში. მისი თქმით, მას, როგორც პრეზიდენტს, ექნება ძლიერი პროტესტი კონკორდატის დარღვევაზე. 

„როგორ შეიძლება, ეკლესია ამ დონეზე იღებდეს მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში? სხვათა შორის, როგორც პრეზიდენტი, როგორც პასუხისმგებელი ასევე, ეკლესიასა და ხელისუფლებას, სახელმწიფოს შორის კონკორდატის შესრულებაზე, მე ამაზე მექნება ძლიერი პროტესტი იმიტომ, რომ ეს არის დარღვევა ყველა იმ შეთანხმების, რაც არსებობს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, რომ ჩაერიოს ამ დონით და პირდაპირ ბრალდებებით. ეკლესიის ამ დონის ფიგურები ერევიან იმაში, რაც ნამდვილად არ არის მათი საქმე და არ უნდა ერეოდნენ არც მხარდაჭერით და არც ლანძღვა-გინებით, რაც არ ეკადრება არც ჩვეულებრივ ადამიანს და არც მით უმეტეს მეუფეებს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^