Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შენგელაიამ და პრეზიდენტობის კიდევ 18-მა მსურველმა ცესკო-ს მხარდამჭერთა სიები არ წარუდგინა

19 სექტემბერი, 2018 23:41

რეჟისორი გიორგი შენგელაია პრეზიდენტობის იმ 19 კანდიდატს შორის არის, რომლებმაც ვადის ამოწურვამდე ცესკო-ს მხარდამჭერთა სიები არ წარუდგინა. შესაბამისად, მათ არჩევნებში მონაწილეობასა და კანდიდატის რეგისტრაციაზე უარი ეთქვათ. კანდიდატების შესახებ მონაცემები ცესკო-ს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. სიების წარდგენის ვადა 18 სექტემბერს ამოიწურა.

46 კანდიდატიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დარჩენილი პრეზიდენტობის 27 მსურველიდან „მრეწველებისა“ და პარტიის „სახელმწიფო ხალხისთვის“ კანდიდატების წარსადგენი სიები პროცესშია და გადაწყვეტილი არ არის, მიიღებს თუ არა მათ საარჩევნო კომისია. კიდევ ორს კი არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ეთქვა. ამჟამად ცესკო-ს პრეზიდენტობის 23 კანდიდატი ჰყავს რეგისტრირებული.

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^