Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ესპანეთში ქართველი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს - „ქართული დაჯგუფებები სერიოზული პრობლემაა“

20 სექტემბერი, 2018 16:08

 ორი გავლენიანი დაჯგუფების წინააღმდეგ სპეცოპერაციის შედეგად ბარსელონაში 15 პირი დააკავეს. როგორც ესპანური მედია იუწყება, ერთ-ერთი მათგანი ქართული მაფიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლიდერია. 

გამოცემა Elperiodico-ს მიხედვით, საქმის გამოძიება აპრილიდან დაიწყო პოლიციამ, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამსახურთან ერთად. გამოძიების თანახმად, ორი ჯგუფი ერთნაირად მოქმედებდა - ისინი იმ მეთოდს იყენებდნენ, რომლითაც ქართული მაფია ხელმძღვანელობდა. თითოეულ ბანდას მყარი სტრუქტურა ჰქონდა და თითოეული წევრი კონკრეტულ ფუნქციას ითავსებდა. 

რეგიონული პოლიციის საგამოძიებო სამსახურის უფროსი, ინსპექტორი პერე გუილანი აცხადებს, რომ ქართული კრიმინალური დაჯგფებები „ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემაა“ ბარსელონის უსაფრთხოების თვალსაზრისით, იგი აღნიშნავს, რომ ასეთი ტიპის დანაშაულზე სასჯელი უნდა გამკაცრდეს, რადგან ძარცვისთვის ადამიანის დაკავება  მიიჩნევა პირობითად, რაც ამცირებს სანქციას და დაკავებულს რამდენიმე დღეში ათავისუფლებს. 

პირველ ფაზაში ინფორმატორები მისამართებს ირჩევდნენ და ბინებს დაცვის სისტემის მიხედვით აფასებდნენ, მოგვიანებით კი კარს ნიშნავდნენ პატარა გამჭვირვალე წებოვანი ლენტით, ასე იგებდნენ, სახლში იყვნენ თუ არა მეპატრონეები, რადგან კარის გაღების შემთხვევაში ლენტი ჩამოვარდებოდა. 

ძარცვის დროს ბანდები 4-კაციან ჯგუფებად იყოფოდნენ და ფუნქციებს ინაწილებდნენ. ერთი მათგანი დაზღვევისთვის მიმდებარე ტერიტორიას უთვალთვალებდა, მეორე საკეტს აღებდა, დანარჩენები კი ძარცვავდნენ სახლს. 

გამომძიებელი პერე გუილენი ამბობს, რომ ბრალდებულების სამიზნე ცარიელი სახლები იყო. ისინი მცირე ზომის, ადვილად გადასატან ნივთებს არჩევდნენ - ოქრო, ძვირფასეულობა, ფული და ა.შ. 

ადგილობრივი მედია წერს, რომერთ-ერთი ბანდის ლიდერი ქართული მაფიის ლიდერიც არის - ისინი ცნობილი არიან სახელით „cannonieri kurdi“ (ე.წ. კანონიერი ქურდი) - ის სხვადასხვა ჯგუფს მითითებებს აძლევდა, გეგმავდა მოქმედებებს, პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში საქმეში ერთვებოდა, განაგებდა საერთო თანხას, რომელსაც დაკავების შემთხვევაში ადვოკატებისთვის იყო განსაზღვრული. 

მაფიის ლიდერი ფინანსურ კომპენსაციას ყველა იმ ჯგუფისგან იღებდა, რომელიც მისთვის მუშაობდა. ის 53 წლის არის და წარსულში რუსეთში არის ნასამართლევი. დაკავებული ესპანეთში ყალბი დოკუმენტებით მოხვდა და ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე მოქმედებდა. 

გამომძიებელი აცხადებს, რომ ქართველი მაფიის ლიდერები ესპანეთს ირჩევენ ორგანიზებული დაჯგუფებების სამართავად, ძირითად შემთხვევაში კი ეს დაჯგუფებები ბრძანებებს საფრანგეთის ციხეებიდან იღებენ, სადაც ქართული მაფიის ბევრი წევრი იხდის სასჯელს.

კატალონიის პოლიციის ინფორმაციით, დაკავებული ქართველი ევროპაში რეგისტრირებული დანაშაულით ერთ-ერთი მოწინავეა. 

15 დაკავებულიდან, 13 მათგანს პატიმრობა მიესაჯა, თუმცა ინსპექტორი გუილენი ამბობს, რომ ბანდის ათობით წევრს პოლიცია ისევ ეძებს, რადგან ასეთი ტიპის დაჯგუფებები ძალიან მოქნილია და „როგორც ჩანს, ისინი საზღვარგარეთ იმყოფებიან“. 

ამ ეტაპზე დაზარალებულებს აღრიცხავენ, რათა ნაქურდალი დაუბრუნონ - ამოღებულია 13 ათასზე მეტი ევრო, 2 კგ-ზე მეტი ოქროს ძვირფასეულობა, ტექნიკა და დიდი ოდენობით მოწყობილობები, რომლებსაც სახლებში შესაღწევად იყენებდნენ. 

დაკავებული ქართველის თითის ანაბეჭდები ევროპის პოლიციის მონაცემთა ბაზაშია გადაგზავნილი, რათა დადგინდეს, ჩაიდინა თუ არა სხვა ქვეყნებშიც დანაშაული გაყალბებული ვინაობით. 

დაკავებულებს გამოძიება 22 ფაქტზე ედავება, თუმცა გამომძიებლის თქმით, შესაძლოა, მეტი შემთხვევაც იყოს. „რადგან ამ ტიპის კრიმინალურ ორგანიზაციებს „ყოველდღიური აქტივობა“ ახასიათებთ და ისინი კვირაში რამდენიმეჯერ ძარცვავენ სახლებს“. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

წულუკიანი დანიაში კონფერენციაზე: შესაძლო ...

კომპენჰაგენში საერთაშორისო ანტიკორუფციულ კონფერენციაზე, რომელიც  ყოველ წელს იმართება და კორუფციასთან დაკა ...
22 ოქტომბერი
22 ოქტომბერი

IPN: ლია გიგაური ქეთევან ციხელაშვილის მო ...

საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქ ...
22 ოქტომბერი
22 ოქტომბერი

„შეგვიძლია, გავგზავნოთ ეკა კვესიტაძე“ - ...

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ხვალ  „რუსთავი 2-ის“, „ი ...
^