Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო► მინისტრი: ხორბლის ტრანსპორტით შემოტანის აკრძალვის გადაწყვეტილება ერთი წლით გადავადდება

20 სექტემბერი, 2018 14:44

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ, მედიას შეთანხმაბა გააცნო. 

ივანე მაჭავარიანის თქმით, მათი გადაწყვეტილება, რის მიხედვითაც ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ხორბლის შემოტანა უნდა აკრძალულიყო, ერთი წლით გადავადდა.  მინისტრმა აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეებთან და ხორბლის იმპორტიორებთან შეხვედრა გაგრძელდება. 

„მადლობა გადავუხადეთ მას, რომ მოისმინა ჩვენი და ჩამოვიდა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ერთი წლით გადავავადოთ ყველა ის შეზღუდვა, ამის შემდეგ, მომავალი შეხვედრა იქნება სხვა ტიპის, ერთად უნდა გავიაროთ საკითხი, რომ ჩვენ სამომავლო ისე გავაკეთოთ, რომ ეს ხალხი არ დარჩეს ქუჩაში, მაგრამ ყოველწლიურად მზარდი ტურისტული ნაკადი შევინარჩუნოთ და არ გავაბრუნოთ უკან“,-გაანცხადა ივანე მაჭავარიანმა. 

ლილოში, შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან აქციის ერთ-ერთი მონაწილე პროტესტის ნიშნად ხელი დაისერა გადაიჭრა და ბენზინი გადაისხა, ის თავისს დაწვით იმუქრებოდა, ის შენობის სახურავზე ავიდა და აცხადებდა, რომ თავს მოიკლავდა იმ შემთხვევაში, თუ  16:00 საათამდე ფინანსთა მინისტრი არ მოვიდოდა და მას არ შეხვდებოდა. მოგვიანებით, იგი სახურავიდან და ფინანსტა მინისტრს შეხვდა.

___________________

ხორბლის იმპორტიორთა პროტესტი ფინანსთა მინისტრის მიერ აგვისტოში მიღებული გადაწყვეტილება იყო, რომლის მიხედვითაც სექტემბრიდან საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ხორბლის შემოტანა უნდა აკრძალულიყო. პროსტესტის შემდეგ მინისტრმა აკრძალვა ოქტომბრამდე გადაავადა. უკმაყოფილო იმპორტიორებმა გეზ-ის მუშაობა პროტესტის ნიშნად შეაჩერეს, რის შემდეგაც ისინი 19 სექტემბერს ფინანსთა მინისტრს შეხვდნენ. მოლაპარაკების შედეგად ხორბლის იმპორტიორებს აკრძალვა წლის ბოლომდე აღარ შეეხებათ.

ფინანსთა მინისტრი გაცემული ბრძანების საფუძვლად აგვისტოში იმას ასახელებდა, რომ  სახმელეთო გზით, ხორბლის შემოტანა რუსეთ-საქართველოს საზღვართან შეფერხებებს იწვევდა, რის გამოც ტურისტებს დისკომფორტი ექმნებოდათ. ივანე მაჭავარიანი აცხადებდა, რომ ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი სეგმენტია, ამ ფონზე კი, რუსეთის ტურიზმის სამსახური და თავად ტურისტებიც მეზობელი ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდნენ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

13 დეკემბერი
13 დეკემბერი

„სოვლაბი“ ეროვნულ არქივს სასამართლოში უჩ ...

„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“ (სოვლაბი) სასამართლოში უჩივის იუსტიციის სამინიტროს დაქვემდებარებულ&nb ...
13 დეკემბერი
13 დეკემბერი

თელავის მერია: ინაუგურაციის გამო 14-16 დ ...

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, ინაუგურაციასთან დაკავშირებით 14, 15 და 16 დეკემბერს 13:00სთ-დან 15:00სთ ...
13 დეკემბერი
13 დეკემბერი

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს წინა ...

საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის ომის შესახებ წარდგენილი საჩივრები სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად ცნო ...
^