Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვაშაძე კანაფის კულტივაციის ასაკრძალად კონსტიტუციაში ცვლილებისთვის ხელმოწერებს შეაგროვებს

20 სექტემბერი, 2018 17:54

ოპოზიციური ბლოკის „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე კანაფის კულტივაცია/ექსპორტის შესახებ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.

„ეს ცვლილება, რომ შევიდეს კონსტიტუციაში, ამისთვის საჭიროა 200 000 ხელმოწერის შეგროვება. მე ვიწყებ ამ კამპანიას დღეიდან. ერთ წამში შევაგროვებ 200 000 ხელმოწერას, პირობას გაძლევთ, შევიტანთ და მივაღწევთ იმას, რომ არასოდეს საქართველოში არავინ აღარ გაიფიქროს, ვაზის ქვეყანა გადააქციოს მარიხუანისა და ნარკოტიკების ქვეყანად“, - თქვა „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა ოპერის ბაღში ამომრჩევლებთან შეხვედრისას.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, ის მოითხოვს, რომ კანონპროექტი პარლამენტიდან დაუყონებლივ გამოიწვიონ და კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილება, რომელიც საქართველოში კანაფის კულტივაციას აკრძალავს.

ამ სატყუარაზე, საქართველოს საზოგადოება, არც ერი და არც ბერი, რომელიც ამ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოვიდა, არ წამოვეგებით. კატეგორიულად მოვითხოვთ ორ რამეს. პირველი, კანონპროექტი უპირობოდ გამოიტანონ პარლამენტიდან, უპირობოდ, შეწყდეს ყოველგვარი ლაპარაკი ამ თემაზე და დავიწყებას მიეცეს ეს „ინიციატივა“, რომელიც ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ერისა და ჩვენი ახალგაზრდობის განადგურებაზე არის გათვლილი.

მეორე, აუცილებლად შესატანია კონსტიტუციაში საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც აკრძალავს საქართველოში კანაფის და ა.შ.ნარკოტიკების წარმოებისთვის საჭირო მცენარეების სასოფლო-სამეურნეო კულტურად გამოცხადებას“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^