Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მსოფლიო ბანკის დასკვნა ჰესებზე - რა გავლენა ექნება ჰესებს ელექტოენერგიის ტარიფზე

20 სექტემბერი, 2018 18:59

„დოკუმენტში პირდაპირ არის აღნიშნული, რომ ამ პროექტების განხორციელების შედეგად ელექტოენერგიის ფასი 2030 წლისთვის 12,5 თეთრიდან 27,5 თეთრამდე გაიზრდება", - ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას" წარმომადგენელი დათო ჭიპაშვილი „ლიბერალან" ჰესებთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკის შეფასებაზე საუბრობს. 

მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებულ დოკუმენტი ნენსკრა ჰესის, ნამახვანისა და კორომხეთი ჰესებს ეხება და მასში შეფასებულია საექსპორტო ბაზარი, ექსპორტზე გატანის შესაძლებლობები, ასევე ელექტორენერგიის მოხმარების ზრდის ტენდენცია და ენექტროენერგიის შესყიდვების ხელშეკრულებები.

ჭიპაშვილის თქმით, შეფასებაში წერია, რომ პროექტების განხორციელების შედეგად 2030 წლამდე ელექტროენერგიის ტარიფი ყოველწლიურად რამდენიმე თეთრით გაიზრდება.

„მსოლფიო ბანკი ამის თქმის საფუძველს იმაში ხედავს, რომ რეალურად საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ელექტროენერგიის ფასები მცირდება, მაგალითად, თურქეთში 8,5 ცენტიდან შემცირდა 4,5 ცენტამდე, რუსეთში - 3,5 ცენტიდან 2 ცენტამდე და, შესაბმისად, საქართველოსთვის ელექტროენერგიის ექსპორტის შანსი პრაქტიკულად აღარ არსებობს, აქედან გამომდინარე ამ ჰესების აშენების შემთხვევაში, ეს ჰიდროსადგურები წარმოშობს ჭარბ ენერგიას, რომელიც ჩვენ მართალია არ დაგვჭირდება, მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენ გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულება გვიდევს, გვჭირდება ეს დენი თუ არა, მოგვიწევს ჭარბ ელექტროენერგიაში თანხების გადახდა (აქ აქცენტს აკეთებენ ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურზე,  სადაც ყველაზე გრძელვადიანი გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებაა გაფორმებული და ასევე მზარდი ტარიფია ჩადებული)", - ამბობს ჭიპაშვილი.

„ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურს ყველაზე მაღალი ფისკალური ხარჯი აქვს, რადგან მას „ენერგიის შესყიდვის ხელშეკრულებაში“ ყველაზე მაღალი მითითებული ტარიფი აქვს, რომელიც 7,55 აშშ ცენტი კილოვატსაათით იწყება ყოველწლიური 3%-იანი ზრდით, 34-წლიანი სარეალიზაციო ვადა და 1,2 მლრდ კილოვატიანი ყოველწლიური გენერაცია, რაც 2023 წლისთვის მოსალოდნელი სრული ენერგიის მოთხოვნის 9%-ია", - ვკითხულობთ დოკუმენტში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^