Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გერმანიის პოლიცია ტყის დამცველებს 6-წლიანი პროტესტის შემდეგ დაუპირისპირდა

21 სექტემბერი, 2018 12:40

გერმანიის პოლიციამ დაიწყო აქტივისტების გასახლება, რომლებიც ტყის დასაცავად ხეებზე უკვე 6 წელია ცხოვრობენ.

ათობით მოქალაქემ დასავლეთ გერმანიაში საპროტესტო კამპანიის დროს 60-მდე სახლი ააშენა ხეებზე. აქტივისტები 12 ათასწლოვან ტყეს იცავენ გაჩეხისგან. ჰამბახის ტყე ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ნახშირის ღია კარიერს ესაზღვრება. წარმოების გაფართოებისთვის, 2012 წელს, ადგილობრივმა მთავრობამ მისი გაჩეხა გადაწყვიტა, რასაც გარემოსდამცველთა პროტესტი მოჰყვა.

აქტივისტები ტყეში 6 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ, მაგრამ ადგილობრივმა ხელისუფლებამ სექტემბერში მათი გასახლება გადაწყვიტა. ჩრდილო რაინ-ვესტფალიას პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია WDR-ის ეთერში განაცხადა, რომ ტყე არალეგალურადაა დაკავებული, აქტივისტები კი აგრესიულები არიან. რის გამოც, მან „ტყის გასუფთავების“ ბრძანება გასცა.

საპასუხოდ, გარემოსდამცველებმა მოქალაქეებს საყოველთაო მობილიზაციისა და უნიკალური ტყის დაცვისკენ მოუწოდეს. „ჰამბახის ტყის განადგურების გადაწყვეტილება შეუწყნარებელია“, - თქვა იან პუეტზმა, Aktion Unterholz-ის წარმომადგენელმა, რომელმაც მოქალაქეებს სხვა გარემოსდამცველ ჯგუფებთან ერთად მოუწოდა სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ.

პოლიციამ აქტივისტებთან დაპირისპირება 13 სექტემბერს დაიწყო, ტყის დასაცავად ბრძოლა ამ დრომდე გრძელდება. ხელისუფლების გადწყვეტილებით, ჰამბახის ტყის დარჩენილი 200 ჰექტრის ნახევარი ოქტომბერში უნდა გაიჩეხოს.

ტყე დღეს ნახშირის კარიერის მფლობელი კომპანია RWE-ის საკუთრებაა. თუმცა გარემოსდამცველების თქმით, უნიკალური გარემოს განადგურება იაფი, მაგრამ გარემოსთვის საზიანო საწვავის გამოსამუშავებლად დაუშვებელია.

როგორც ტყის დამცველები ამბობენ, ჰამბახის ტყეში ბინადრობენ წითელ წიგნში შესული უნიკალური სახეობის ცხოველები, მათ შორის ბეხშტეინის ღამურა. ტყეშია ასწლოვანი მუხისა და წიფლის ხეები.

გერმანიამ კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად ნახშირის წარმოებიდან განახლებად ენერგიაზე გადასვლა გადაწყვიტა. ცენტრალურმა ხელისუფლებამ ნახშირის საბადოების დახურვის თარიღი წლის ბოლომდე უნდა გამოაცხადოს. გარემოსდამცველები ფიქრობენ, რომ ნახშირის მომპოვებელი კომპანია ტყის გაჩეხვას ამიტომ ჩქარობს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^