Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქალთა მოძრაობა საპრეზიდენტო კანდიდატებს მიმართავს

21 სექტემბერი, 2018 13:38

ქალთა მოძრაობა და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფი 4 ოქტომბერს ეროვნულ ბიბლიოთეკაში საპრეზიდენტო კანდიდატებს იწვევენ და სთხოვენ, გაუზიარონ საზოგადოებას თავიანთი ხედვა ქალთა პრობლემების მოგვარებასა და გენდერული თანასწორობის დამკვიდრებასთან დაკავშირებით.

ქალთა მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ ბოლო წლებში გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, ქალთა მიმართ არსებული დისკრიმინაცია და გენდერული უთანასწორობა მწვავე პრობლემად რჩება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროინტეგრაციის გზაზე.

„შეგახსენებთ, რომ ჩვენ - ქალები, ამომრჩევლის 54% შევადგენთ და ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია საპრეზიდენტო კანდიდატების საარჩევნო პროგრამაში გენდერული თემატიკის ასახვა. მიუხედავად იმისა, რომ ქალები ამ ქვეყნის უმრაველობას შევადგენთ, ჩვენი სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური უფლებები ხშირად ირღვევა, დაწყებული ოჯახში ძალადობითა და ფემიციდით, დამთავრებული ეკონომიკური ჩაგვრით: საქართველოში ყოველი მეშვიდე ქალი ძალადობის მსხვერპლია, ქალების შემოსავალი 35% ნაკლებია კაცების შემოსავალთან შედარებით.

ჩვენ სამსახურებიდან გვათავისუფლებენ ორსულობის გამო და არ გვიხდიან ხელფასს დეკრეტული შვებულების დროს. ქალები არ ვმონაწილეობთ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რადგან პარტიები გვიქმნიან გადაულახავ ბარიერებს შიდაპარტიული დემოკრატიის არარსებობით. დღეს პარლამენტის მხოლოდ 15% შეადგენენ ქალები, 64 მერიდან მხოლოდ ერთია ქალი, ხოლო 10 გუბერნატორიდან არც ერთი არ არის ქალი.

ჩვენი პოლიტიკური არჩევანი დამოკიდებულია იმ ხედვებზე, რომელსაც საპრეზიდენტო კანდიდატები შემოგვთავაზებენ ჩვენი პრობლემების მოსაგვარებლად. იმისათვის,რომ გავაკეთოთ სწორი და ინფორმირებული არჩევანი, საპრეზიდენტო კანდიდატებს ვთხოვთ, წარმოგვიდგინონ საკუთარი პოლიტიკური პროგრამა ქალთა საკითხებზე. აღნიშნული კონფერენციის პირდაპირ ტრანსლირებას ვუზრუნველყობთ ქალთა მოძრაობისა და სხვა ქალთა ორგანიზაციების ფეისბუქ გვერდების საშუალებით.

ჩვენი არჩევანი დამოკიდებულია თქვენ ხედვასა და საარჩევნო პროგრამაზე, "- ნათქვამია ქალთა მოძრაობისა და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^