Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პანკისში ბავშვებს ავტომობილი დაეჯახა, მძღოლი გადაყვანილია განყოფილებაში გამოკითხვისათვის - შსს

22 სექტემბერი, 2018 13:30

პანკისის ხეობის სოფელ დუისში, სადაც ადგილობრივები „პანკისობა 2018“-ის ფარგლებში გასართობი ღონისძიებების ჩატარებას აპროტესტებდნენ, მამაკაცი დააკავეს. მან 15-მდე ბავშვისთვის ავტომობილის დაჯახება სცადა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ბავშვი მსუბუქად დაშავდა. შეუძლოდ გახდა ქალიც, რომელიც ამ ინციდენტს შეესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას „რეგინფო“ ავრცელებს.

როგორც „ლიბერალს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

„რეგინფოს“ ცნობით, დაკავებული მამაკაცი იმ ერთ-ერთი ორგანიზაციის წარმომადგენელია, რომელიც „პანკისობა 2018“-ში იღებდა მონაწილეობას,- „მას შემდეგ, რაც ადგილობრივების პროტესტის შედეგად „პანკისობა“ ჩაიშალა, მამაკაცი მსუბუქი ავტომობილით, სავარაუდოდ ნივთების ასაღებად, ღონისძიების ჩატარების ადგილზე მისვლას ცდილობდა. შესასვლელი ბავშვებს ჰქონდათ გადაკეტილი, მიუხედავად ამისა, მან ჯაჭვის გარღვევა სცადა და ბავშვებს შეეჯახა.“

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი "პანკისობის" ჩატარებას აპროტესტებს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^