Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„რეგინფო“ - მძღოლი, რომელმაც პანკისში ბავშვებს მანქანა დააჯახა, ახმეტის მერიის თანამშრომელია

22 სექტემბერი, 2018 19:39

მამაკაცი, რომელმაც დღეს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში, დიდების მემორიალის ტერიტორიაზე, ჭიშკართან შეკრებილ ბავშვებს მსუბუქი ავტომობილი Opel Combo დააჯახა, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელია. ლევან მამსიკაშვილი მერიის კულტურის სამსახურში მუშაობს და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის, ზაზა მიგრიაულის ცოლის ძმაა. ამის შსახებ ინფორმაციას „რეგინფო“ ავრცელებს.

მათვიცე ცნობით, მას შემდეგ, რაც ადგილობრივების პროტესტის შედეგად „პანკისობა“ ჩაიშალა, მამაკაცი მსუბუქი ავტომობილით, სავარაუდოდ ნივთების ასაღებად, ღონისძიების ჩატარების ადგილზე მისვლას ცდილობდა. შესასვლელი ბავშვებს ჰქონდათ გადაკეტილი, მიუხედავად ამისა, მან ჯაჭვის გარღვევა სცადა და ბავშვებს შეეჯახა.

„გავიდა კადრები ვითომ ეს შევიდა და ხალხი დააზიანა. სად მივარდა, როგორ გეკადრებათ. იქ ბავშვები რომ გამიმწკრივეს და შესვლის საშუალებას არ მაძლევდნენ, ეგ უნდა დაგეფიქსირებინათ. ლევან მამსიკაშვილი გამოკითხვაზეა და 276-ე მუხლით უდგენენ ბრალს, ვითომ დანაშაული ჩაიდინა და ხალხი დააზიანა. ვინ დააზიანა? დაზიანება ვის აქვს? ეს დაშავებული ადამიანი გინახავთ? როგორ არის ნაცემი მაგათგან? თქვენ მაგათ უჭერთ მხარს? სირცხვილია ხალხო. ლევან მამსიკაშვილი არის ჩემი ცოლის ძმა და კულტურის სამსახურში მუშაობს. იმიტომ არა, რომ ის ჩემია, ყველას დავიცავდი. მაჩალიკაშვილი საერთოდ ვინ არის? რას კითხულობს იქ? ღონისძიება დაგეგმეს პანკისელებმა. მე კი არ დავუგეგმე პანკისელებს  ღონისძიება“, - განაცხადა „რეგინფოსთან“ საუბარში ახმეტის მერის მოადგილემ, ზაზა მიგრიაულმა.

როგორც „ლიბერალს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ფოტო: „რეგინფო“

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^