Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„რუსთავი 2“ „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე ახალ ჩანაწერებს აქვეყნებს

25 სექტემბერი, 2018 0:02

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე ახალ ჩანაწერებს აქვეყნებს. 

ჩანაწერის ავთენტურობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. 

„რუსთავი 2-ის“ მიერ გვარცელებულ პირველ ჩანაწერში, სავარაუდოდ, „თბილისის თამბაქოს” დირექტორი, ლექსო ანდრიაძე „ომეგას” მენეჯმენტის ერთ-ერთ წარმომადგენელს ესაუბრება, ხოლო მეორე ჩანაწერში სავარაუდოდ „თბილისის თამბაქოს” აქციონერი ირაკლი ჩუბინიშვილი – „ომეგას” დამფუძნებელს ზაზა ოქრუაშვილს.

„რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, ფარული ჩანაწერიდან ირკვევა, რომ „ომეგა ჯგუფს“ გაყიდული სიგარეტის თითოეული კოლოფიდან „ქართული ოცნების“ ფონდში 2.5 თეთრის ჩარიცხვას სთხოვდნენ. 

„რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, „ამავე ჩანაწერიდან ირკვევა, რომ „ოცნებისთვის“ ფულის გადახდა სავალდებულო იყო არა მხოლოდ თამბაქოს ქართველი მწარმოებლებისთვის, არამედ ფული ივანიშვილის პარტიაში თამბაქოს უცხოელ მწარმოებლებსაც მიჰქონდათ. მათ, ვინც საკუთარ პროდუქციას ქართულ ბაზარზე ჰყიდის“.

მათივე ცნობით, თანხა განკუთვნილი იყო კონკრეტულად 2017 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^