Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბავშვებს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობაზე მნიშვნელოვანი პრობლემები აქვთ - ანგარიში

25 სექტემბერი, 2018 13:02

ქართული კანონმდებლობა ბავშვებისთვის მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობას აფერხებს, - ამის შესახებ საუბარია „ღია საზოგადოების ფონდის“ მიერ მომზადებულ ანგარიშში. მასში საუბარია იმაზეც, რომ კანონი არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს სრულწლოვანსა და არასრულწლოვანს.

ანგარიშის თანახმად, 1994 წელს ბავშვის უფლებათა კონვენციის რატიფიცირების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას ბავშვების ინფორმირებისთვის შესაბამისი ღონისძიებები არ ჩაუტარებია. მიუხედავად იმისა, რომ ქართული კანონმდებლობა სკოლას ავალდებულებს, ბავშვებს საჩივრის წარდგენის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს, კანონის ეს ნორმა არ ითვალისწინებს ბავშვის მხარდაჭერას საჩივრის მომზადების ეტაპზე.

კიდევ ერთ პრობლემას, ანგარიშის მიხედვით, კანონის ის ნორმა ქმნის, რომელიც სასამართლოსთვის მიმართვის უფლებას ბავშვს მხოლოდ 14 წლის ასაკიდან აძლევს. 14 წლამდე კი მას ამის გაკეთება კანონიერი წარმომადგენლის ან მშობლის მეშვეობით შეუძლია. თუმცა ანგარიშის ავტორის განმარტებით, ხშირად მშობლები უგულებელყოფენ შვილის უფლებების სასამართლოში დაცვის საჭიროებას ან ისინი თავად არიან ბავშვის უფლებების დამრღვევნი. ასეთ დროს კი ბავშვისთვის სასამართლო ხელმიუწვდომელი ხდება. 

„როდესაც მშობლები არღვევენ საკუთარი შვილების უფლებებს, ბავშვთა დაცვის სამსახურები (სოციალური მომსახურების სააგენტო) ვალდებულნი არიან, მშობლის წინააღმდეგ მიიღონ ზომები მათი შვილების უფლებების დარღვევის გამო. თუმცა ეს იშვიათად ხდება. ხშირად სოციალური მომსახურების სააგენტოს არაეფექტური მუშაობის, ასევე საქმეების შესწავლის გამოა, რომ სასამართლოში მცირე რაოდენობის სარჩელი შედის“,- აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშის ავტორის განმარტებით, ბავშვისთვის მართლმსაჯულებაზე წვდომის უფლება ყველაზე მძიმედ იმ საქმეებში ირღვევა, რომლებიც სახელმწიფოს ზრუნვის ქვეშ მყოფ ბავშვებს ეხება. მათ იურიდიულად სახელმწიფო, კერძოდ კი, სოციალური მომსახურების სააგენტო წარმოადგენს. როცა ბავშვი ჩივის სოციალური მუშაკის წინააღმდეგ და ის დასახმარებლად არასამთავრობო ორგანიზაციას ან იურისტს მიმართავს, სოციალური მომსახურების სააგენტოს აქვს ექსკლუზიური უფლება, დათანხმდეს ან უარი თქვას მესამე პირის ჩართვაზე. 

„შედეგად სოციალური მომსახურების სააგენტოს აქვს უფლება, იმოქმედოს იმ ბავშვის სახელით, რომელმაც სააგენტოს ბრალი დასდო მისი უფლებების დარღვევაში. ეს ინტერესთა კონფლიქტის აშკარა შემთხვევაა“,- აღნიშნავს ანგარიშის ავტორი და განმარტავს, რომ ასეთი მიდგომა გასაჩივრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.  

ანგარიშის თანახმად, პარლამენტმა უნდა გადასინჯოს ის კანონები, რომლებიც ბავშვებს მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობას უზღუდავს; უნდა ჩატარდეს ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია ზემოხსენებულ თემებზე; ხელი უნდა შეეწყოს იმას, რომ ბავშვის აზრს უსმენდნენ და ითვალისწინებდნენ ყველგან, როგორც სასამართლო სისტემაში, ასევე საგანმანათლებლო და ადმინისტრაციულ ორგანოებში. ამასთან, რეგულარულად უნდა კონტროლდებოდეს, მიუწვდებათ თუ არა ბავშვებს ხელი საჩივრის წარდგენაზე.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^