Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ანგარიში: 10 წელია, ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის სახელმწიფო პროგრამა არ განხორციელებულა

25 სექტემბერი, 2018 13:23

„გასული ათი წლის განმავლობაში არ განხორციელებულა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისადმი მიძღვნილი რაიმე სახელმწიფო პროგრამა" - ასე აფასებს ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს" პროექტის ფარგლებში მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტი ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შესახებ სახელმწიფო სტრატეგიის საჭიროებას. დოკუმენტში, რომელიც კავშირ „საფარის" სახელით ბაია პატარაიამ მოამზადა, ნათქვამია, რომ ამ საკითხის მოგვარების თვალსაზრისით, საქართველოს წინაშე ბევრი გამოწვევაა, მათ შორის - ფინანსურ რესურსებზე ქალთა შეზღუდული წვდომა, ეკონომიკური ძალადობის უჩინარი ხასიათი, ქალთა მოქმედების დაბალი უნარი, უჩინარი შრომა ოჯახში, რომელიც არ არის აღიარებული და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროცესში ბიზნესის სექტორის ჩაურთველობა

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის განმსაზღვრელ ერთ-ერთ ძირითად პროგრამაში „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა", ეკონომიკური განვითარების შესახებ თავში ქალები არ არიან ნახსენები. 

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ 2016-2020 წლების მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგიაში, რომელიც 5 მიმართულებისგან შედგება, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება მხოლოდ ერთ თავშია ნახსენები. 

„სახელმწიფო პროგრამასთან „აწარმოე საქართველოში" დაკავშირებული მონაცემები გვიჩვენებს, რომ მცირე და საშუალო საწარმოებისთვის გამოყოფილი გრანტების 40%-ს ქალები იღებენ, მაგრამ ძალზე მცირე რაოდენობის ქალი იღებს მსხვილ გრანტებს და მსხვილ საწარმოებში ქალები თითქმის არ არიან წარმოდგენილი (მხოლოდ 0,05%)", - ნათქვამია ანგარიშში. 

რაც შეეხება სხვა დოკუმენტებს, ანგარიშის თანახმად, 2015-2020 წლების სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიაში ქალები მხოლოდ გენდერული თვალსაზრისით კლასიფიცირებული მონაცემების შეგროების საჭიროების კონტექსტში არიან მოხსენიებული.

„2017 წელს ქალებმა შეადგინეს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების 27%, თუმცა ქალები ამ კოოპერატივებიდან მხოლოდ 20%-ს ხელმძღვანელობენ" - ნათქვამია დოკუმენტში და აღნიშნულია, რომ სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ სასოფლო-სამეურნეო პროექტებში ქალთა მონაწილეობა 7%-33%-ს შორის მერყეობს, საიდანაც ქალთა ყველაზე მაღალი ჩართულობა ყველაზე ნაკლები დაფინანსების მქონე პროექტებში აღინიშნება, ხოლო ქალი ბენეფიციარების ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელი (7%) სახელმწიფოს ყველაზე დიდი პროექტის - „შეღავათიანი აგროკრედიტის" ფარგლებში ფიქსირდება.

პოლიტიკის დოკუმენტის რეკომენდაციაა, საქარველოს მთავრობამ ჩამოაყალიბოს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო პოლიტიკა და შეიტანოს ცვლილებები ეკონომიკური პოლიტიკის არსებულ სტრატეგიებში, რომლებიც მიმართული იქნება ქალთა ეკონომიკური უფლებების გაძლიერებისკენ. 

ამასთან, „სახელმწიფომ უნდა ჩამოაყალიბოს სპეციალური პროგრამა მეწარმე ქალების ხელშესაწყობად და ფინანსურ რესურსებზე ქალთა წვდომის გასაუმჯობესებლად". 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^