Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სამინისტროში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ხარისხის ცენტრის საქმიანობას აუდიტი შეისწავლის

27 სექტემბერი, 2018 15:49

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობას აუდიტი შეისწავლის. ამის შესახებ „ლიბერალს“ სამინისტროში განუცხადეს. 

განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ თამარ სანიკიძის ყოფილ უწყებაში სისტემური ხარვეზები იყო, რის გამოც განათლების სამინისტრომ მისი შემოწმების გადაწყვეტილება მიიღო. მათივე ცნობით, ჯაში არ გამორიცხავს, რომ ასევე შეიძლება შემოწმდეს შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი და განათლების სამინისტროს სხვა სსიპ-ები.

„ჩვენი მთავარი პრობლემა არის არსებული სისტემური ხარვეზები. რადიკალური საკადრო გადაწყვეტილებებიც მინისტრმა იმიტომ მიიღო, რომ ვფიქრობ, მას სჭირდება ახალი გუნდი, რომელიც გაყვება ახალ ხედვაში. თუნდაც ის, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ ავტორიზაციის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ სრული ნდობა არსებობდა თამარ სანიკიძის მიმართ, პროცესი აჩვენებს, რომ იყო არაერთი ხარვეზი. ეს ხარვეზები ჩვენამდეც მოდიოდა, მაგრამ ჩვენ გვარწმუნებდნენ, რომ ობიექტურობა სრულიად დაცული იყო. იკვეთება არაერთი ხარვეზი, იკვეთება სუბიექტივიზმი - სტანდარტები დასახვეწია, დამატებითი სამუშაო არის საჭირო... ჩვენი მთავარი მიზანი პროცესის შეცვლაა, ხოლო საკადრო ცვლილება ერთ-ერთი ეტაპია.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თითოეული პროგრამის, თითოეული პრიორიტეტის მიმართულებით განხორციელდება გარკვეული შეფასება, რომ სამინისტროს ახალ ხელმძღვანელობას ჰქონდეს ზუსტი სურათი, რა სიძლიერეები აქვს არსებულ განათლების სისტემას, სად არის სუსტი მხარეები და სად უნდა ვიმუშაოთ პროცესების დასახვეწად. რა ტიპის შეფასება მოხდება გამოცდების ეროვნულ ცენტრში, კონკრეტიკა განათლების სამინისტროს გადასაწყვეტია. მე ვიცი, რომ გადაწყვეტილება მიღებულია ხარისხის განვითარების ცენტრში აუდიტის შესვლასთან დაკავშირებით, მაგრამ რაღაც ტიპის შეფასებითი პროცესი ყველა სსიპ-ში დაიწყება“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა და დასძინა: „ამ ეტაპზე აუდიტის მთავარი მიზანი არის არსებული პროცესის შეფასება. ხარისხის განვითარების ცენტრში ერთ-ერთი მთავარი ავტორიზაციის პროცესია, თუმცა არის ასევე არაერთი სხვა მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმა. დღეს ჩვენ კონცენტრირება უნდა გავაკეთოთ სისტემის ძლიერ და სუსტ მხარეებზე და სუსტი მხარეების გამოძიებაზე“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^