Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზურაბიშვილი: ეუთოს მისიის ხელმძღვანელს ავუხსენი, რამდენად არაევროპული საარჩევნო გარემოა

28 სექტემბერი, 2018 14:23

ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ავუხსენი, რამდენად არაევროპული საარჩევნო გარემოა და როგორ არაევროპულად იქცევიან ჩემი ოპონენტები, – „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ცნობით, ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

„მე ყველაფერი ავუხსენი, რამდენად არაევროპული საარჩევნო გარემოა, ჩემი ოპონენტები როგორ არაევროპულად იქცევიან. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ლაპარაკობენ ევროპაზე და თავიანთი პარტიის დასახელებაშიც ევროპა ფიგურირებს, მაინც ვერ გაიგეს, რას ნიშნავს ევროპული სტილის კამპანია.

დიდი იმედი მაქვს, ეს ქვეყანა მაინც გადავა ევროპულ კამპანიაზე და არა მხოლოდ კამპანიაზე, არამედ ევროპულ მენტალიტეტზე, ამდენი აგრესიითა და სიძულვილით არ კეთდება საქმე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი დღეს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, გეერტარენს შეხვდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^