Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კარვის გაშლის შესახებ სარალიძის სარჩელის განხილვა მოსამართლემ 31 ოქტომბრამდე გადადო

02 ოქტომბერი, 2018 17:08

ზაზა სარალიძის თქმით, მოსამართლე ნანა დარასელიამ მოპასუხე მხარის - შსს-ს შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პროცესის საბოლოო განხილვა 31 ოქტომბრისთვის გადადო. ამის გამო, სარალიძე და მისი მხარდამჭერები თვის ბოლომდე ვერ მიიღებენ პასუხს, იყო თუ არა პოლიციის მხრიდან კარვების წართმევა მშვიდობიან პროტესტში ჩარევა და ვერ მიიღებენ სასამართლოსგან კარვების გაშლის ნებართვას.

„თუ ჩვენ 31 ოქტომბრამდე კარვები, ლეიბები, პლედები არ გვექნება, გავიყინებით. ესე იგი, სასამართლო პირდაპირ მოგვიწოდებს, რომ ჩავიდინოთ უკანონობა. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად მოვექცეთ კანონის ჩარჩოში, მაგრამ სასამართლო მხოლოდ შსს-ს მოთხოვნებს ითვალისწინებს“, - თქვა ზაზა სარალიძემ, რომელმაც სასამართლოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. 

სარალიძის თქმით, ეს არის იმის დასტური, რომ ხელისუფლება სასამართლოზეც ახდენს ზეწოლას.

ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის ინტერესებს სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის იურისტები იცავენ.

მოსარჩელეთა მოთხოვნაა, რომ სასამართლომ უკანონოდ ცნოს 26 სექტემბერს შსს-სა და შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ კარვების გაშლის ხელშეშლა, დაიცვან მოსარჩელეთა მშვიდობიანი შეკრების უფლება, და უზრუნველყონ კარვის განთავსება პარლამენტის შენობის წინ, მათ მიერ შერჩეულ ადგილას. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^