Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შემწირველები და შემოწირულებები - ვინ აფინანსებს საპრეზიდენტო კამპანიებს

04 ოქტომბერი, 2018 17:04

აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე მოცემული ინფორმაციის მიხედვით, აგვისტო-სექტემბერში მიღებული შემოწირულებებით რამდენიმე კანდიდატი ლიდერობს.

შემომწირველებს შორის ლიდერობენ პარტიის წევრები და პირები, რომლებიც სხვადასხვა სახის სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან. 

სექტემბრის მონაცემებით, პირველ ადგილზე მიღებული შემოწირულებებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა", მეორეზე - სალომე ზურაბიშვილი, მესამეზე - "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის", მეოთხეზე - ერთიან ოპოზიციაში შემავალი "სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო".

ახალი პოლიტიკური ცენტრი - „გირჩი“ მიღებული შემოწირულებებით მე-7 ადგილზეა. 

აგვისტო-სექტემბერში პარტიების მიერ მიღებული შემოწირულებებისა და შემწირველების შესახებ ინფორმაცია ასე გამოიყურება: 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ აგვისტოში ფიზიკური პირებისგან სულ ოთხი შეწირულობა მიიღო, ჯამში 5 397ლარი; არაფულადმა შეწირულობამ კი საერთო ჯამში 5 250 ლარი შეადგინა.  

სექტემბერში შემოწირულობის სახით „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჯამში 442,691 ლარი მიიღო.

შემოწირულობა პარტიამ სულ 274 ფიზიკური და 1 იურიდიული პირისგან მიიღო.

10 ყველაზე მსხვილ შემწირველებს შორის უმეტესად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან:

დავით კირკიტაძე - 60 000 ლარი. დავით კირკიტაძე 2004-2008 წწ. -  საქართველოს პარლამენტის წევრი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო. 2008-2013 წწ. - ქვემო ქართლის გუბერნატორი; 2015 -2016 - განვითარებისა და ინოვაციების ცენტრის დამუძნებელი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი.

ირაკლი კირკიტაძე 60 000 ლარი

ნიკანორ მელია - 30 000 ლარი. ნიკანორ მელია პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეა. 2010 წელს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი; 2010 წწ. - აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებლო ბიუროს უფროსი; 2013-2014 წწ. -  მთაწმინდის რაიონის გამგეობის გამგებელი; 2015 წლიდან დღემდე  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილეა.

შპს „ავტოჰაუსი“ - 30 000 ლარი. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, კომპანიის დირექტორი გაგა მურცხვალაძეა. კომპანიის 50%-იან წილს დავით ხამაშურიძე  ფლობს, ხოლო დანარჩენ 50%-ს - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ტრეიდფორს ჰოლდინგ, პანამა“.

ნიკოლოზ ვაჩეიშვილი - 15 000  ლარი. ნიკოლოზ ვაჩეიშვილი  2008 წელს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი; 2009-2013 წლებში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი;  2013 წლიდან დღემდე - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მუზეუმის მენეჯერი, 2014 წლიდან დღემდე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ამავე უნივერსიტეტის ცენტრის: "კულტურული მემკვიდრეობა და გარემოს“ დირექტორი.

გიორგი ვალიშვილი 15 000 ლარი

ირაკლი ნადირაძე 12 000 ლარი  - ირაკლი ნადირაძე თბილისის საკრებულოს ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარეა. 2012/2013 წლებში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე, ხოლო 2010/2014 წლებში- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი.

ლევან ხაბეიშვილი 12 000 ლარი  - ლევან ხაბეიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ თბილისის საკრებულოს წევრია.  2014/2016 წწ. - „ინოვაციების და განვითარების ფონდის“ თბილისის ოფისს ხელმძღვანელობდა; 2013 /2014 წლებში იყო  ქ. თბილისი მერის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე.

მაკა კვიტაიშვილი - 10 000 ლარი

ნინო კვიტაიშვილი 10 000 ლარი. ნინო კვიტაიშვილი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი იყო; 1994 - 2007 წლებში - ქ. თბილისის 123-ე საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი, ხოლო  2007-2014 წლებში  ქ. თბილისის 123-ე საჯარო სკოლის დირექტორი; ის სხვადასხვა წლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გრიფირებული, VII, VIII, IX, X და XII  კლასების ისტორიისა და სამოქალაქო განათლების სასკოლო სახელმძღვანელოების თანაავტორია.

მოპოვებული აქვს სამოქალაქო განათლების მასწავლებლისა და საჯარო სკოლის დირექტორის  სერტიფიკატები.

„ევროპული საქართველოს“ შემწირველები

„ევროპულმა საქართველომ“ აგვისტოს თვეში შემოწირულობა 53 ფიზიკური პირისგან მიიღო - ჯამში  395,777.05 ლარი.

ყველაზე მსხვილი თანხა  54, 999,30 აკაკი კილასონიამ შესწირა; 25, 000, 00 - ბექა პაატაშვილმა; 20, 000, 00 - გიორგი გარსევანიშვილმა. 

აკაკი კილასონიამ 42, 000 ლარი „ევროპულ საქართველოს“ 2017 წელსაც შესწირა. 2017 წელს თვითმმართველობის არჩევნებზე კილასონია საბურთალოს ოლქში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი იყო. 2017 წლამდე ის რჩებოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრად და საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელად.  

2015- 2016 წლებში თანხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობასაც" შესწირა

2017 წელს აკაკი კილასონია შეწირული თანხის წარმომავლობის კანონიერების საკითხზე აუდიტის სამსახურში დაიბარეს. აუდიტის სამსახურმა კილასონიას შემოსავლების დადასტურება რამდენჯერმე მოსთხოვა. აუდიტის სამსახურის განმარტებით, კილასონიამ სამსახურს განუცხადა, რომ ის წლების განმავლობაში აშშ-ში ცხოვრობდა. აქვს დანაზოგი და ასევე უძრავი ქონება, რომლიდანაც აქვს შემოსავალი. 

ბექა პაატაშვილი - „ევროპული საქართველოს“ შემწირველებში წელს პირველად გამოჩნდა. ბექა პაატაშვილი სამეწარმეო საქმიანობას ეწევა. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით ის რამდენიმე შპს-ში ფლობს წილებს.

ბექა პაატაშვილის სახელი და გვარი პანამის დოკუმენტებშიც გამოჩნდა. დოკუმენტების მიხედვით, ბექა პაატაშვილი ოფშორში რეგისტრირებული Davor Holding Limited-ის მფლობელია.

გიორგი გარსევანიშვილიც ბიზნესმენია. ის არაერთ შპს-ში ფლობს წილს.  

გიორგი ტყებუჩავა შპს „არომაპროდუქტის" დირექტორია.

თემურ ჩერგოლეიშვილი შპს „ნორმა ჯგუფის" თანამფლობელი და დირექტორია.

გიორგი ფრუიძე, რომელმაც 15,000 შესწირა „ევროპულ საქართველოს“ ასევე ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. მის სახელთან არის დაკავშირებული არაერთი შპს. ის „სამოქალაქო განათლების ფონდის“ წევრიცაა.

აკაკი კილასონია

54,999.30

ბექა პაატაშვილი

25,000.00

გიორგი გარსევანიშვილი

20,000.00

გიორგი ტყებუჩავა

20,000.00

თეიმურაზ ჩერგოლეიშვილი

15,000.00

გიორგი ფრუიძე

15,000.00

დავით ავალიანი

6,000.00

სერგო რატიანი

5,000.00

გიორგი ხახნელიძე

5,000.00

ეკატირინე ფეიქრიშვილი

5,000.00

ლელა ქებურია

5,000.00

სექტემბერის თვეში 91,196 ლარის შემოწირულობა მიიღო.

მოცულობის მიხედვით შემწირველების თანხის ათეული ასე გამოიყურება.

ნათია მილდიანი

10000.0

გიორგი ხახნელიძე

5000.0

გურამ იაშვილი

5000.0

ნათია ბერაია

4997.0

გიორგი რუხაია

4000.0

ზურაბ ჭიაბერაშვილი

3000.0

ნინო ჩაჩუა

3000.0

გიორგი წასიძე

3000.0

სიმონ პარუნაშვილი

2800.0

ეკა ტატალაშვილი

2000.0

„გირჩი“ 

„გირჩმა“ აგვისტოში სულ 6 ფიზიკური პირისგან 4 343 ლარი მიიღო.

ამათგან ყველაზე მეტი პარტიას მისმა წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა შესწირა - 4 200 ლარი.

„გირჩის“ შემოწირულობამ სექტემბერში 4,600 ლარი შეადგინა.

„გირჩს“ სულ ორმა ფიზიკურმა პირმა შესწირა თანხა: „გირჩის“ წევრმა ნიკა ობოლაძემ - 4400 ლარი; და ლაშა ზურაბიანმა - 200 ლარი.

სალომე ზურაბიშვილი 

სალომე ზურაბიშვილმა აგვისტოს თვეში 12 შემომწირველიდან  51 101 ლარი მიიღო, აქედან ყველაზე მეტი, 40 ათასი ლარი ზურაბიშვილმა თავის თავს შესწირა.

სექტემბერში ზურაბიშვილმა 113 პირისგან მიიღო შემოწირულობა, აქედან 93-მა მას 30 თეთრი გადაურიცხა, („30 ვერცხლის ნაცვლად“) რამაც 27,9 ლარი შეადგინა. დარჩენილი 20 შემომწირველის ჯამურმა თანხამ კი 329 475 ლარი შეადგინა - აქედან არაფულადი სახით 5-მა პირმა 7320 ლარი შესწირა.

სექტემბერში სალომე ზურაბიშვილს ყველაზე მეტი, 60-60 ათასი ლარი (ჯამში 180 ათასი ლარი) შესწირეს „არქის“ წარმომადგენლებმა - კახაბერ კობაივანოვმა, ირაკლი ქაფიანიძემ და დიმიტრი ადამიამ.

კახაბერ კობაივანოვი შპს „არქი გლდანის“ დირექტორია, ასევე „ევრაზია დეველოპმენტ გრუპის“ დირექტორი. დიმიტრი ადამია კი „არქი ვარკეთილის“ დირექტორი და 24%-იანი წილის მფლობელია, მან 2016 წელს „ქართულ ოცნებას“ 30 ათასი ლარი შესწირა.

ირაკლი ქაფიანიძე კი „არქი ივესტმენთისა“ და „არქი ჰოტელსის“ 33-33%-იანი წილის თანამფლობელია. მისი პარტნიორია „ქართული ოცნების“ დეპუტატი - ივლიანე წულაია.  ირაკლი ქაფიანიძემ „ქართულ ოცნებას“ 2016 წელს 50 ათასი, ხოლო 2017 წელს 40 ათასი ლარი შესწირა.

50 ათასი ლარი სალომე ზურაბიშვილს შპს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" აღმასრულებელმა მენეჯერმა ვახტანგ ლაღიძემ შესწირა. 

სექტემბრის ყველაზე მსხვილი შემწირველების სია ასეთია:

კახაბერ კობაივანოვი - 60000;

ირაკლი ქაფიანიძე - 60000;

დიმიტრი ადამია - 60000;

ვახტანგ ლაღიძე - 50000;

დავითი თოფურიძე - 50000;

თემურ მაცაბერიძე - 30000;

თამარ ჩხეიძე - 6000;

ქეთევან ფხაკაძე - 5000.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ივლისი
18 ივლისი

რა შანსები აქვს „რუსთავი2-ს“ გადაწყვეტილ ...

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ  ადამიანის უფლებათა ევროპის სასამა ...
18 ივლისი
18 ივლისი

სტრასბურგის გადაწყვეტილებით, კორტების სპ ...

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოაქვეყ ...
18 ივლისი
18 ივლისი

დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის განცხადებ ...

უცვლელად გთავაზობთ დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის დღევანდელ განცხადებას სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ...
^