Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

R.O x Konoba კლიპს მხოლოდ Tbilisi Open Air-ის კადრებზე ააგებს

04 ოქტომბერი, 2018 18:19

ბელგიური დუეტი R.O x Konoba, რომელმაც თბილისში Open Air-ზე დაუკრა, საქართველოში დაბრუნდა და თბილისში ახალ სიმღერებზე მუშაობას გეგმავს. თანაც, 5 ოქტომბერს სიმღერისთვის - Roll The Dice ახალი კლიპი გამოვა, რომელიც მთლიანად Open Air-ის კადრებზე იქნება აგებული.

Konoba Facebook-ზე წერს, რომ ისინი საქართველოში მთელ თვეს დაჰყოფენ. აქ ერთად მუშაობას აპირებენ და დიდი გეგმები აქვთ.

„ჩვენ ახლახან ჩამოვედით საქართველოში და აქ მთელი ოქტომბერი ვიქნებით. დავათვალიერებთ, ვიმუშავებთ დუეტში და შევქმნით ახალ მუსიკას, გადავიღებთ ფოტოებსა და ვიდეოებს. აქ რამდენიმე კონცერტიც გვექნება, რომლებზეც ინფორმაციას მალე მოგაწვდით “, - წერს Konoba.

დუეტი საქართველოში 2017 წელსაც იყო, მაშინ R.O x Konoba-მ კლუბ Spacehall-ში დაუკრა. 2018 წელს კი Open Air-ზე გამოვიდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^