Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რისთვის და რამდენი დაიხარჯება განათლებაში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით

05 ოქტომბერი, 2018 15:37

2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი 1 მილიარდ 485 მილიონი ლარია განსაზღვრული.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, განათლების მიმართულებით განხორციელდება რეფორმის ახალი, კომპლექსური და მრავალმხრივი ეტაპი - „დაგეგმილია ისეთი საგანმანათლებლო სისტემის შექმნა, რომელიც მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად, ბავშვების, სტუდენტის, ახალგაზრდებისა და ზრდასრულების სათანადო თეორიული ცოდნით აღჭურვისა და პრაქტიკული უნარების გამომუშავებასთან ერთად, უზრუნველყოფს ეროვნული და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, კონკურენტუნარიანობის გაზრდას, განათლებისა და მეცნიერების კავშირის გაძლიერებას“.

დოკუმენტის მიხედვით, რეფორმა განხორციელდება განათლების სისტემის ყველა საფეხურზე: ადრეული და სკოლამდელი განათლება, ზოგადი განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სკოლამდელი განათლების მიმართულებით 738 მილიონ 646 ათასი ლარია განსაზღვრული.

აღნიშნული თანხა კი შედგეგ მიმართულებებში გაიხარჯება: ყურადღება გამახვილდება ინფრასტრუქტურის განვითარებაზე; აღმზრდელ-პედაგოგების ახალი პროფესიული სტანდარტის შესაბამისად ამოქმედდება კადრების მომზადებისა და გადამზადების სისტემა; წინასასკოლო ასაკის მოზარდებისთვის კი მხარდაჭერილი იქნება სასკოლო მზაობის ჯგუფების ფუნქციონირება როგორც საბავშვო ბაღების, ისე სკოლების ბაზაზე.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსებისთვის 617 მილიონ 230 ათასი ლარია განსაზღვრული.

დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია ზოგადი განათლების მიმართულებით ხარისხის უზრუნველყოფაზე. აღნიშნულია, რომ შეიცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა და დაინერგება დიფერენცირებულ მიდგომებზე დაფუძნებული სასწავლო მოდელი ტექნიკური და საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სახელოვნებო და პროფესიული განათლების გაძლიერების მიმართულებებით.

აქვე ნათქვამია, რომ კომპლექსური შეფასების საფუძველზე განვითარდება, როგორც დამამთავრებელი, ისე ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემა. საგამოცდო პროცესში კი გაიზრდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება.

საერთო ჯამში გამოცდების ორგანიზებისთვის 11 მილიონ 935 ათასი ლარია განსაზღვრული.

გარდა ამისა, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ხელი შეეწყობა პედაგოგთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას, პროფესიული ცოდნის ამაღლებას, სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენების გაძლიერებას.

საერთო ჯამში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობისთვის 11 მილიონ 755 ათასი ლარია განსაზღვრული.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ სწავლა-სწავლების პროცესში გაძლიერდება ტექნოლოგიების გამოყენებისა და დისტანციური სწავლების როლი. შეიქმნება მრავალფეროვანი ციფრული რესურსები და დამხმარე სასწავლო მასალები.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის კი 90 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, პროფესიული სწავლება საერთო ჯამში 48 მილიონ 690 ათასი ლარით დაფინანსდება.

პროფესიული საგანმანთლებლო დაწესებულებების ინფრასტრუექტურის განვითარებას 18 მილიონი მოხმარდება.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ პროფესიული განათლების სისტემაში გაგრძელდება დუალური, ანუ სამუშაოზე დაფუძნებული, სწავლების მიდგომის დანერგვა. მიდგომა მიზნად ისახავს დამსაქმებლების სრულფასოვნად ჩართვას პროფესიული პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების, ასევე, სტუდენტების შერჩევისა და შეფასების პროცესებში.

უმაღლესი განათლება ბიუჯეტის პროექტის მიხედვით 168 მილიონ 760 ათასი ლარით დაფინანსდება.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ განხორციელდება ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის რეფორმა. უმაღლესი განათლების ხარისხის შეფასების მექანიზმები შესაბამისობაში მოვა შეფასების საერთაშორისო სტანდარტებთან. განხორციელდება განვითარებაზე ორიენტირებული შეფასებები და ხელი შეეწყობა დაწესებულებების ინსტიტუციურ გაძლიერებას.

მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა 65 მილიონ 470 ათასი ლარით განისაზღვრა, მეცნიერების პოპულარიზაციისათვის კი 400 ათასი ლარია განსაზღვრული.

************

კულტურაში ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერისთვის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით 10 მილიონ 205 ათასი ლარია განსაზღვრული; სპორტში ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერისთვის კი - 10 მილიონ 309 ათასი ლარი.

2017 წელს  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტმა  1.1 მილიარდს გადააჭარბა და მთლიანი შიდა პროდუქტის 3.1 % შეადგინა.  2018 წელს კი 1 186.2 მლნ ლარი იყო. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 ოქტომბერი
20 ოქტომბერი

პროკურატურა კიდევ ერთი საუბრის ჩანწერს ა ...

საქართველოს პროკურატურა კიდევ ერთ აუდიოჩანაწერს ასაჯაროებს. პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩანაწერი მოქა ...
20 ოქტომბერი
20 ოქტომბერი

ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნი სტე ...

ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი სტენდი, რომელშიც ნარჩენები შერეულად იყრებოდა, ექსპლოატაციაში არ იყო შესული და იყო ...
20 ოქტომბერი
20 ოქტომბერი

შსს-მ ის კანონები გამოიყენა, რომლებიც სა ...

„შსს-მ დასაპატიმრებლად ის კანონები გამოიყენა, რომლბიც წინააღმდეგობაში მოდის საკონსტიტუციოს გადწყვეტილებასთან" ...
^