Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩაჩავას კლინიკის მეან-გინეკოლოგები ზურაბიშვილის შემწირველთა სიაში

05 ოქტომბერი, 2018 16:10

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შემწირველების სიაში ჩაჩავას კლინიკის მეან-გინეკოლოგებიც არიან, რომლებიც კლინიკაში სხვადასხვა წამყვან თანამდებობებს იკავებენ (გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი;  მმართველი საბჭოს თავმჯდომარე;, სამეანო განყოფილების უფროსი;  მეან-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი).

ჩაჩავას მეანგინეკოლოგებმა ჯამში ზურაბიშვილს 140 000 ლარი შესწირეს.

ესენი არიან:

ნატა ყაზახაშვილი - ჩაჩავას კლინიკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. მან სალომე ზურაბიშვილს სექტემბერში 50 000 ლარი შესწირა.

პალიკო კინტრაია - მეან-გინეკოლოგი, არის ჩაჩავას კლინიკის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე. ზურაბიშვილს 10 000 ლარი შესწირა. მან ასევე 2016 წელს „ქართულ ოცნებას“ 40 000 ლარი, ხოლო 2017 წელს 20 000 ლარი შესწირა.

ნიკოლოზ კინტრაია - მეან-გინეკოლოგი, ჩაჩავას კლინიკის მეან-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელძღვანელი. ნიკოლოზ კინტრაიამ ზურაბიშვილს 20 000 ლარი შესწირა. 2016 წელს კინტრაიამ „ოცნებას" 60 000 ლარი შესწირა, ხოლო 2017 წელს კი 40 000 ლარი.

ზურაბ დარახველიძე - მეან-გინეკოლოგი, ჩაჩავას კლინიკის სამეანო განყოფილების უფროსი. ზურაბიშვილს 50 000 ლარი შესწირა. მან „ქართულ ოცნებას“ 2016 წელს 60 000 ლარი შესწირა.

სოფიო თამაზაშვილი - მეან-გინეკოლოგი ჩაჩავას კლინიკაში. ზურაბიშვილს შესწირა 10 000 ლარი. მან 2016 წელს, „ქართულ ოცნებას" 20 000 ლარი შესწირა.

აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე ჩაჩავას კლინიკის აქციონერია. ის 2001 – 2016 წლებში „ჩაჩავას კლინიკის“ გენერალური დირექტორიც იყო.

ზურაბიშვილის შემწირველთა შორის არის კიდევ ერთი მეან-გინეკოლოგი, ამჯერად ღუდუღაურის კლინიკიდან, რევაზ სულუხია, რომელმაც ზურაბიშვილს 10 000 ლარი შესწირა. სულუხიამ 2016 წელს 40 000 ლარი „ქართულ ოცნებასაც" შესწირა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

14 ნოემბერი
14 ნოემბერი

მეორე ტურში გამოკითხულთა 56% ხმას ვაშაძე ...

Edison Research-მა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით მორიგი კვლევა ჩაატარა. „საპრეზიდენტო არჩევნები ...
14 ნოემბერი
14 ნოემბერი

ოთარ კახიძემ იურიდიული კომიტეტის სხდომა ...

„ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა ...
14 ნოემბერი
14 ნოემბერი

კალაძე: ვისაც I სართულზე მაღაზია გაქვთ, ...

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე მოსახლეობას მიმართა, ვისაც პირველ სართულზე სავაჭრო ობიექტი აქვს, საა ...
^