Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კობახიძე: სამწუხაროა, რომ NGO-ების ნაწილი ფაშიზმის თანამონაწილეა

08 ოქტომბერი, 2018 11:47

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა და არასამთავრობო ორგანიზაციები გააკრიტიკა.

კობახიძე გამოეხმაურა ნიკა გვარამიას პოსტს Facebook-ზე, რომელშიც „რუსთავი 2-ის“ დირექტორი მოუწოდებს ხალხს, რომ ზურაბიშვილის მხარდაჭერები უნდა „გავაძევოთ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან“. პარლამენტის თავმჯდომარემ გვარამიას მოსაზრებას ფაშისტური უწოდა და NGO-ები გააკრიტიკა, რომ მისი ეს განცხადება არ დაგმეს.

კობახიძის თქმით, ვინც ხელს აფარებს ფაშიზმს, თავადაც არის ფაშიზმის თანამონაწილე და სამწუხაროდ, ასეთები არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შორისაც არიან.

„საზოგადოება რამდენიმე დღის განმავლობაში ელოდა არასამთავრობო ორგანიზაციების მკვეთრ პოზიციას ნიკა გვარამიას ფაშისტურ განცხადებასთან დაკავშირებით, თუმცა გამოხმაურება არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაციიდან არ მოგვისმენია. ერთ-ერთმა მათგანმა მიხეილ ბენიძემ ნიკა გვარამიას დაცვაც კი იკადრა, ანუ, რეალურად, უკადრებელი იკადრა, რაც უკიდურესად შემაშფოთებელია.

სამოქალაქო სექტორის როლი და სამოქალაქო საზოგადოების იდეა არის უმნიშვნელოვანესი. მათ შორის ქართულ-ამერიკული, ქართულ-ევროპული და ზოგადად, ქართულ-დასავლური ურთიერთობების კონტექსტში.

პერსონალიები, რომლებიც ზოგიერთ ორგანიზაციას სათავეში უდგანან, სამწუხაროდ, პოლიტიკურად ანგაჟირებულობის ან პოლიტიკურად მიკუთვნებულობის გამო აზიანებენ თავად ამ იდეას. ჩვენი შეშფოთების საგანი სწორედ ესაა, რომ ზოგიერთი პოლიტიზებული პერსონის გამო ზიანდება თავად იდეა და არასამთავრობო სექტორის როლი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში, რაც დაუშვებელია.

მინდა, ხაზგასმით განვაცხადო, რომ ვინც ხელს აფარებს ფაშიზმს, თავადაც არის ფაშიზმის თანამონაწილე. სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შორისაც არიან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^