Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კონორ მაკგრეგორს ხაბიბ ნურმაგომედოვთან რევანში სურს

08 ოქტომბერი, 2018 14:55

შერეული ორთაბრძოლის ვარსკვლავს კონორ მაკგრეგორს ხაბიბ ნურმაგომედოვთან განცდილი მარცხის შემდეგ რევანში სურს. „კარგი ბრძოლა იყო, მოუთმენლად ველი გადათამაშებას“, - წერს კონორი Twitter-ზე.

ირლანდიელი მებრძოლისა და დაღესტნელი ხაბიბ ნურმაგომედოვის დაპირისპირება UFC 229-ში შაბათს შედგა. დაღესტნელმა მებრძოლმა კონორ მაკგრეგორი მეოთხე რაუნდში დაამარცხა. ხაბიბისთვის ეს რიგით 27-ე გამარჯვება იყო. კონორი კი კარიერის განმავლობაში მეოთხედ დამარცხდა.

კონორსა და ხაბიბს შორის დაპირისპირება შეხვედრის შემდეგაც გაგრძელდა. ნურმაგომედოვი ორთაბრძოლის შემდეგ რინგიდან გადახტა და მაკგრეგორის გუდნის წევრებს დაესხა თავს. რინგზე კი მისი გუნდის წევრები შეცვივდნენ და კონორს დაუპირისპირდნენ. მებრძოლებს შორის დაპირისპირება მასობრივ ჩხუბში გადაიზარდა.

საბოლოოდ, კონორ მაკგრეგორი დაცვის თანხლებით გააცილეს დარბაზიდან. ხაბიბ ნურმაგომედოვს კი კუთვნილი ქამარი არ გადასცეს, რათა გულშემატკივრები კიდევ უფრო არ გაეღიზიანებინათ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^