Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„განრიდებაზე უარი გვითხრეს, რადგან დაზარალებული ლგბტ პირია" - ადვოკატი

08 ოქტომბერი, 2018 17:54

თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა გაიმართა იმ არასრულწლოვნის საქმეზე, რომელმაც 17 მაისის აქციაზე ლგბტ აქტივისტს ხელი გაარტყა. საქალაქო სასამართლოში აღნიშნული საქმის არსებითი განხილვა 22 ოქტომბერს 16:00 საათზე გაიმართება. 

„ლიბერალი" ბრალდებულის ადვოკატს, დათუნა მოდებაძეს ესაუბრა, რომელიც პროკურატურისგან განრიდებას მოითხოვდა, რაზეც დაცვის მხარემ უარი მიიღო. მისი თქმით, პროკურატურა სუბიექტურია, რადგან აღიარებს დანაშაულს, თანამშრომლობს გამოძიებასთან და ამასთან არის არასრულწლოვანი. 

„იგი აღიარებს დანაშაულს. წარდგენილ ბრალდებაში ის თავს გრძნობს დამნაშავედ, დანარჩენს არსებითი განხილვის მოსამართლე განიხილავს. აქ ძირითადი აქცენტი არის შემდეგი. პრეცედენტი არ არსებობს, ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის დროს ბრალდებულის მიმართ რომ არ გამოიყენონ განრიდება, როდესაც ის არ არის ნასამართლევი, თავს გრძნობს დამნაშავედ, აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობს ამ კუთხით. უბრალოდ ეს პოლიტიკა, რაც დღეს პროკურატურას აქვს ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არ მიმაჩნია ობიექტურად პროკურატურის მხრიდან. აქ უფრო სუბიექტურია პროკურატურა, რადგან ის განრიდებაზე გვეუბნება უარს“, - აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი დათუნა მოდებაძე. 

მისი თქმით, პროკურატურამ განრიდებაზე უარი განაცხადა იმიტომ, რომ  დაზარალებული არის ლგბტ პირი, რაც მიანიშნებს პროკურატურის არაობიექტურობაზე. 

 

2018 წლის 17 მაისს ანტიჰომოფობიურ აქციაზე სიტყვით გამომსვლელ ნიკა გორგილაძეს არასრულწლოვანი სერგი კაკაჩია სიტყვით გამოსვლისას თავს დაესხა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^