Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დავით ჭიჭინაძე „პატრიოტთა ალიანსის" ფრაქციის წევრი ხდება

08 ოქტომბერი, 2018 17:54

უფრაქციო დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებში“ წევრიანდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „პირველი არხი" ავრცელებს. 

როგორც ჭიჭინაძემ საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა და აღნიშნა, რომ „პატრიოტებში“ მხოლოდ იმიტომ წევრიანდება, რომ ირმა ინაშვილს ფრაქცია არ დაეშალოს.

„ირმა ინაშვილთან საუბარი მქონდა. მათი თხოვნა იყო, რომ ფრაქციის შევსება მოხდეს მანამდე, ვიდრე სხვა რომელიმე დეპუტატს მოელაპარაკებიან“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

„საქართველოს პატრიოტების“ ფრაქციის დაშლის საფრთხის წინაშე ნატო ჩხეიძის გადაწყვეტილებით დადგნენ, რომელმაც ფრაქცია პროტესტის ნიშნად დატოვა. რეგლამენტის გათვალისწინებით, ფრაქციის არსებობისთვის ექვსი დეპუტატია საჭირო, „პატრიოტებს“ კი ამ დროისთვის ხუთი წევრი ჰყავთ. რაც შეეხება დავით ჭიჭინაძეს, ის „ქართული ოცნების“ სამდივნომ პარტიიდან ზაფხულზე გარიცხა, თავად კი უმრავლესობის რიგები სექტემბერში დატოვა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^