
„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო კამპანიაში 62 სატრანსპორტო საშუალებას იყენებს, რომლებიც იჯარით აქვს აღებული. მათგან 56 ავტობუსია, 3 - მაღალი გამავლობის მანქანა, 3 კი - სედანი.
აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნული მონაცემები აგვისტოდან 2 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს.