Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” უწყებათაშორის კომისიას პროტესტის ნიშნად ტოვებს

09 ოქტომბერი, 2018 13:46

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, წინასაარჩევნო  პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლების მხრიდან უპრეცენდენტო თავდასხმის ობიექტები გახდნენ. ორგანიზაცია პროტესტის ნიშნად უწყებათაშორის კომისიას ტოვებს. 

მანამდე უწყებათაშორისი კომისია არასამთავრობო ორგანიზაციამ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც“ დატოვა. ასევე, გაერთიანებულ ოპოზიცია „ძალა ერთობაშიაში“  შემავალმა პოლიტიკურმა პარტიებმა. 

„პარტია „ქართული ოცნების” მაღალჩინოსნები  - პარლამენტის თავმჯდომარედეპუტატებითბილისის მერიიუსტიციის მინისტრი და სხვები არაკორექტული და უსაფუძვლო ბრალდებების გაჟღერებით ცდილობენ არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას. განსაკუთრებული აგრესიის სამიზნეები სადამკვირვებლო ორგანიზაციები არიან. აქედან გამომდინარე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან კონსტრუქციული თანამშრომლობის რესურსს ვეღარ ხედავს და ტოვებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას, რომელიც დღემდე რჩებოდა თანამშრომლობის ბოლო ფორმატად.

არასამთავრობოებს „ქართული ოცნების” ლიდერები პოლიტიკურად ანგაჟირებულ და ფაშისტურ ორგანიზაციებად მოიხსენიებენ. განსაკუთრებულად აღმაშფოთებელი ის არის, რომ მაღალჩინოსანთა განცხადებების შემდეგ სოციალურ ქსელებში გაჩნდა დაფინანსებული გვერდები, სადაც კონკრეტული ორგანიზაციების ხელმძღვანელებზე ყალბი ინფორმაციის გავრცელება და მათი დისკრედიტაცია მიმდინარეობს. ამას ემატება ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი მედიების მიკერძოებული გაშუქება, რომელთა მიზანიც მოსახლეობის თვალში სამოქალაქო სექტორის რეპუტაციის შელახვაა, "- ამბობენ ორგანიზაციაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^