Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

6 წელი 0.000097 მეტამფეტამინისა და 0.00002 ამფეტამინისთვის - ახალი სარჩელი საკონსტიტუციოში

09 ოქტომბერი, 2018 16:38

საკონსტიტუციო სასამართლოში მეტამფეტამინისა და ამფეტამინის პირადი მოხმარებისთვის უვარგისი ოდენობების ფლობისთვის თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას ასაჩივრებენ.

მოსარჩელეს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, რადგან მას აღმოაჩნდა 0.000097 გრამი ნარკოტიკული საშუალება - მეტამფეტამინი და 0.00002 გრამი ნარკოტიკული საშუალება - ამფეტამინი, რაც დაკვალიფიცირდა დიდ ოდენობად.

სარჩელში ვკითხულობთ, აღნიშნული საშუალებების ეს ოდენობა (0.000097 გრამი მეტამფეტამინი და 0.00002 გრამი ამფეტამინი) არა თუ გასასაღებლად, პირადი მოხმარებისთვისაც გამოუსადეგარია, შესაბამისად, აღნიშნული მუხლის საფუძველზე პირი არაპროპორციული სასჯელით ისჯება ისეთი რაოდენობის ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის, რაც პირადი მოხმარებისთვისაც კი გამოუსადეგარია.

„შესაბამისად, ბრალდებული წარმოადგენს, ერთი მხრივ, რეალურ მსხვერპლს დასახელებული ნარკოტიკული ნივთიერებების იმ ოდენობის ნაწილში, რომელიც მითითებულია გამამტყუნებელ განაჩენში, ხოლო მეორე მხრივ, პოტენციურ მსხვერპლს ყველა იმ ოდენობებთან მიმართებით, რომელიც ზოგადად გამოუსადეგარია პირადი მოხმარებისათვის“, - ვკითხულობთ სარჩელში.

მოსარჩელის წარმომადგენლები არიან: რაფიელ კაკაბაძე, ანა გოგლიძე, თეკლა მებურიშვილი, სალომე ჩუთლაშვილი, ვიტალი რიჟვაძე;

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^