Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით რუკაზე საქართველოს გამოსახვა შესაძლოა, დასჯადი გახდეს

09 ოქტომბერი, 2018 18:48

საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის მომზადებული კანონპროექტით, რუკაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით გამოსახვა სისხლის სამართლის დანაშაული გახდება.

როგორც „ლიბერალს“ პარლამენტის დეპუტატმა უთხრა, კანონპროექტი ჯარიმას ან 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით შედგენილი რუკის დამზადება, დაბეჭდვა, გავრცელება, რეკლამირება, სხვა საგანზე განთვსება, იმპორტი, ექსპორტი იქნება სისხლისსამართლებრივად დასჯადი თუკი პარლამენტი მხარს დაუჭერს. სასჯელად განვსაზღვრე ჯარიმა ან 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა, როგორც ეს არის მაგალითად დროშის შეურაცხყოფისთვის განსაზღვრული“, - განუცხადა „ლიბერალს“ ირაკლი სესიაშვილმა.

კანონპროექტი რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლისთვის იქმნება, რადგან ირაკლი სესიაშვილის თქმით, რუსეთის სტრატეგიის ერთი ნაწილია სწორედ რუკების დამახინჯება.

სესიაშვილის თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით ის დამატებით კონსულტაციებს გადის და დაახლოებით ერთ კვირაში მას უკვე პარლამენტში დაარეგისტრირებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

მოვითხოვთ „პროგრესბანკის" 3 წლის წინანდე ...

სასწრაფოდ მოვითხოვთ პროგრესბანკის საქმის გამოძიებას და ეროვნული ბანკის არქივებიდან 3 წლის წინანდელი ტრანზაქციების ამოღებ ...
23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

ვიცე-მერი: საზოგადოებას ტრანსპორტში მგზა ...

თბილისის ვიცე მერის ირაკლი ხმალაძის   განცხადებით,    მოსახლეობას საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზ ...
23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

დაპირისპირება პარლამენტში - გოგიჩაიშვილმ ...

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა  კომიტეტის სხდომა დილიდან ხმაურისა და მწვავე დისკუსიის ფონზე მიმდინარეობს. კომიტეტზე ...
^