ზუგდიდში ქვეითად მოსიარულე მოზარდს მანქანა დაეჯახა. შემთხვევის შედეგად 12 წლის ბიჭი დაიღუპა. „ლიბერალს“ ინფორმაცია შსს-ში დაუდასტურეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.