Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბესიკ ხარანაული: გამოსაგონებელი ძალიან ცოტაა, უფრო ბევრია ამოსაცნობი ცხოვრებასა და გარემოში

10 ოქტომბერი, 2018 17:36

რამდენიმე საათის წინ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან ერთად გაიხსნა საქართველოს, როგორც საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონიც. 

საქართველოს პავილიონის მთავარ სცენაზე უკვე გაიმართა შეხვედრა ბესიკ ხარანაულთან, რომელმაც პოეზიაზე ისაუბრა და საკუთარი ლექსები წაიკითხა.

პოეზია მაინც რაღაცად გარდაქმნის ცხოვრებას, კიდევ აქვს რაღაცა გზები პოეზიას დატოვებული ადამიანისთვის, რომ მან თავი განწირულად არ იგრძნოს იმიტომ, რომ ასეთი შემთხვევები ხშირად არის მის ყოფაში და საერთოდ, მძიმე გარემოს რაღაცნაირად, მგონი, პოეზია აძლევს მომავალს... რომ კი, ასევე იქნება, მაგრამ ნუ გეშინია. პოეზია არ ცვლის არაფერს, პოეზია მხოლოდ ჰანგია, რომელიც ადამიანს უძღვება ცხოვრებაში. 

დააკლიკეთ ბმულს და შემოგვიერთდით ლიბერალის ლიტერატურულ კლუბში, ფეისბუქზე

ყველა, როგორც ყველა ჩვენგანი იმ დროს, მეც, რა თქმა უნდა, ვფლობდი ქართულ ლექსს, ასე თუ ისე, რა თქმა უნდა, როგორც შეეფერება ნიჭის მიხედვით ადამიანს, მაგრამ დროთა განმავლობაში, ნელ-ნელა მე ვიგრძენი, რომ ასე ვერ ვპასუხობ იმას, რა კითხვებიც მაქვს გულში, რაც ხდება და არ მატკბობს ასე წერა. რა თქმა უნდა, ეს გზები არ იყო ჩემთვის უხილავი, ხალხურ პოეზიაშიც, რაზეც ჩვენ გავიზარდეთ იქ არის ურითმო ლექსები, ყველაზე ძვერი მაგალითად „ნატირლებია“ - ჩემს მხარეშია ეს, რომელი კუთხიდანაც მე ვარ... ძალიან შთამბეჭდავი და მართალია ეს იმიტომ, რომ ადამიანს ვერ დაიტირებ ტყუილი სიტყვებით და ტყუილი სიტყვების ხეივანში ეს კარგად გაგატარებს... ტყუილი რომ არ გინდა და გამოგონება რაღაცების, რადგან მგონია, რომ გამოსაგონებელი ძალიან ცოტაა, უფრო ბევრია ამოსაცნობი ცხოვრებასა და ადამიანის გარემოში. ასე დავიწყე, ასე ვთქვათ, „სხვანაირად წერა“, როგორც მაშინ შეიძლებოდა შეგერქმია, მაგრამ მე არაფრის საპირისპიროდ არ ვაკეთებდი ამას. სრულებით არ მაინტერესებდა. მე მაინტერესებდა, რომ მე თვითონ მეგრძნო თავი თავისუფლად და ცოტა სინდისი მქონოდა მშვიდად, რომ ის ვთქვი, რაც მაწუხებდა. 

აკა მორჩილაძის სიტყვა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნისას

[საბჭოთა დროს] ჩემს თავზე, ჩემს ბედზე ცალკე ვერ ვფიქრობდი. ვფიქრობდი საერთოდ... ყველამ იცის საბჭოთა კავშირი რაც იყო, და ყველამ იცის როგორ ცხოვრობდნენ ადამიანური თავისუფლების დეიფიციტით და ადამიანური გრძნობების დეფიციტიც კი იყო... შეზღუდვები დეფიციტს ქმნიდა. მე მგონია, რომ არავისგან არ განვსხვავდებოდი მაგით, სხვები სხვანაირად პასუხობდნენ სინამდვილეს, რეალობას და მე ასე. ჩემთვის საკმარისი იყო, აქ იყო ყოველგვარი წინააღმდეგობა, რომელსაც მე გულში ვგრძნობდი და ეს რომ გამომეხატა, აქ მთავრდებოდა ჩემი როლი თითქოს, ასე რომ გამოვხატავდი მეტი აღარ მომეთხოვებოდა... ქვების სროლა არ მჭირდებოდა იმიტომ, რომ მე უკვე ვისროლე ქვები ჩემში, ჩემგან გავუსწორდი მტარვალს. ერთგვარი დავითისაგან გოლიათისკენ ნასროლი შურდული იყო პოეზია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^