Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გორის მერიის თანამშრომელმა აქტივისტ გიგა მაქარაშვილს ნაგვის ურნა ჩამოამხო თავზე

10 ოქტომბერი, 2018 18:33

გორის მერიის თანამშრომელმა სამოქალაქო აქტივისტ გიგა მაქარაშვილს, რომელმაც დღეს სხვა აქტივისტებთან ერთად გორის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართა, თავზე ნაგვის ურნა ჩამოამხო. შემთხვევის ამსახველ კადრებს ტელეკომპანია „დია“ ავრცელებს. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, პირი, რომელმაც მაქარაშვილს ურნა თავზე დაამხო, თემურ მანველიშვილია, გორის მერიის  ადმინისტრაციის უფროსი. 

ახალგაზრდების ჯგუფმა მერიის შენობის წინ ნაკელი მიიტანეს და შენობის კიბეებზე საკენკიც დაყარეს. გამოცემის ცნობით, მოგვიანებით გიგა მაქარაშვილი, ტერიტორიის დანაგვიანების გამო, პატრულმა დააჯარიმა. აქციის მონაწილეები თემურ მანველიშვილის დასჯასაც მოითხოვენ.

2 დღის წინ დევნილთა დასახლებაში მოსახლეობასთან შეხვედრისას გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა ომის დაწყებაში ქართული მხარე დაადანაშაულა.

„ლიბერალი“ გორის მერიასთან დაკავშირებას ცდილობს.

ფოტო/ვიდეო: ტელეკომპანია „დია“

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

15 დეკემბერი
15 დეკემბერი

მარგველაშვილის პროტოკოლის სამსახური სტუმ ...

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პროტოკოლის სამსახური ინაუგურაციაზე სტუმრების სიის შედგენაში არ ყოფილა ...
15 დეკემბერი
15 დეკემბერი

ძველმა გვარდიამ კარგად ვიმუშავეთ და ველო ...

ზოგადად, ძველი გვარდიის ჩაჩოჩების ტენდენცია ახალი არ არის, მაგრამ არ მეგონა, ასე უცებ თუ მოხდებოდა გარდატეხა, - ამის შეს ...
15 დეკემბერი
15 დეკემბერი

შსს: დაკავებულია პირი, რომელიც ნარკოტიკი ...

შსს-მ რუსეთის მოქალაქე, 1994 წელს დაბადებული გ.ბ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ჟინვალში დააკ ...
^