Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მსოფლიო საპატრიარქომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ფილარეტს ანათემა მოუხსნა

11 ოქტომბერი, 2018 17:47

მსოფლიო პატრიარქმა ანათემა მოუხსნა კიევის პატრიარქატის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ფილარეტს და უკრაინის მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის მსახურ მაკარის და ისინი ეკლესიის წევრებად აღიარა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა "უკრაინასკაია პრავდა" ბერძნული რელიგიური გამოცემა ORTHODOXIA.INFO ზე დაყრდნობით ავრცელებს. 

აღნიშნულია, რომ ორივე მსახურმა მსოფლიო პატრიარქს მისწერა წერილი აპელაციის თხოვნით. რის შემდეგაც მიღებულ იქნა ასეთი გადაწყვეტილება.

თუმცა ნათქვამია ისიც, რომ ამ ნაბიჯის დეტალები და პირობები უცნობია. როგორც ჩერნიგოველი და ნეჟინელი არქიეპისკოპოსი, პრესმდივანი - ევსტრატი ზორია იტყობინება, ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე სხვადასხვა წყაროდან მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ 9 ოქტომბერს სტამბოლში კონსტანტინოპოლის პატრიარქატის სინოდის სხდომის პირველი დღე იყო, რომელზეც შესაძლებელია დაამტკიცონ ტომოსი, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას. 11 ოქტომბერი სინოდის სხდომის მესამე, ბოლო დღეა.

ტომოსის საკითხი უნდა განიხილონ ექზარხოსების ანგარიშის შემდეგ.

როგორც იტყობინებოდნენ, 17 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა შეკრიბა საპარლამენტო ფრაქციების ლიდერები და განაცხადა, რომ სურს მიმართოს მსოფლიო პატრიარქ ბართოლომეოს უკრაინის ადგილობრივი ეკლესიის ავტოკეფალიის თხოვნით. 

19 აპრილს უმაღლესმა რადამ ხმა მისცა პრეზიდენტის მიერ მსოფლიო პატრიარქის მიმართ თხოვნას.

22 აპრილს პოროშენკომ განაცხადა, რომ მსოფლიო პატრიარქი იწყებს პროცედურებს, რომლებიც აუცილებელია უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მისაღებად.

УПЦ МП-მ პრეზიდენტისა და უმაღლესი რადის მსოფლიო პატრიარქისადმი ეს მიმართვა ძალაუფლების გადამეტებად შეაფასა.

31 აგვისტოს სტამბოლში შედგა შეხვედრა მსოფლიო პატრიარქ ბართლომესა და პატრიარქ კირილეს შორის.

მსოფლიო პატრიარქმა РПЦ-ს მსახურს დაუდასტურა, რომ აპირებს უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^