Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უკრაინის შესახებ მსოფლიო საპატრიარქოს განჩინება გამოქვეყნდა

11 ოქტომბერი, 2018 22:40

მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდის მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე განჩინება გამოაქვეყნა. 

წმინდა გრიგოლ პალამას სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი განჩინების ქართულ თარგმანს ავრცელებს.

„წმინდა სინოდმა დაწვრილებით განიხილა უკრაინის ამჟამინდელი საეკლესიო საკითხი, რომელიც უკრაინაში საპატრიარქოს ეგზარქებმა, მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობა დანიელმა (პამფილიის ეპ.) და მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ილარიონმა (ედმონტონის ეპ.) წარმოადგინეს, რომელთა შესახებაც განაჩინა:

1-განახლდეს მსოფლიო საპატრიარქოს მიერ უკვე მიღებული გადაწყვეტილება უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესის გაგრძელების შესახებ.

2-აღდგეს კიევში მსოფლიო საპატრიარქოს სტავროპიგია, რამდენადაც უკრაინაში ყოველთვის არსებობდა მისი (მსოფლიო საპატრიარქო, გ.ლ.) არაერთი სტავროპიგია.

3-მსოფლიო საპატრიარქომ, მისთვის ბოძებული კანონიკური პრივილეგიების მიხედვით, (რომ ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებისა და სხვა სამღვდელოთაგან პეტიციები  მიიღოს), მიიღო და განიხილა ფილარეტ დენისენკოს, მაკარი მელეტიჩისა და მათი მიმდევრების პეტიციები აპელაციის თაობაზე, რომლებიც სქიზმაში არადოგმატური მიზეზებით აღმოჩნდნენ. შესაბამისად, ზემოთაღნიშნულპიროვნებებს კანონიკურად აღედგინათ მათი იერარქიული და სამღვდელო ხარისხი, ხოლო მათ იურისდიქციაში მყოფ მორწმუნეებს კი ეკლესიასთან კავშირი.

4-გაუქმდეს 1686 წლის სინოდალური წერილის კანონიერი ძალმოსილება, რომელიც კონკრეტული დროის ვითარებებიდან გამომდინარეობდა, რომელიც (წერილი, გ.ლ.) მოსკოვის პატრიარქს იკონომიით ანიჭებდა უფლებას, რომ  ხელი დაესხა ეპარქიის (კიევის, გ.ლ.) სამღვდელო და საერო კრების მიერ არჩეული კიევის მიტროპოლიტისთვის, რომელსაც მსოფლიო პატრიარქი, როგორც პირველი იერარქი, ნებისმიერ მსახურებაზე უნდა მოეხსენებინა, რითაც დედაეკლესიასთან კანონიერი დამოკიდებულება წარმოჩნდებოდა.

5-მოვუწოდებთ საკითხში ჩართულ ყველა მხარეს, შეწყვიტონ ეკლესიების, მონასტრებისა და სხვა საკუთრებების მითვისება, ისევე როგორც ძალადობრივი მოქმედებები და შურისძიება, ამგვარად განეფინოს ქრისტესმიერი მშვიდობა და სიყვარული“,- აღნიშნულია წმინდა გრიგოლ პალამას სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^