Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სასამართლომ ქობულეთის მერიას მუსლიმური პანსიონის წყალარინების სისტემაზე მიერთება დაავალა

12 ოქტომბერი, 2018 13:20

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა სახალხო დამცველის სარჩელი და ქობულეთის მერიას მუსლიმური პანსიონის წყალარინების სისტემაზე მიერთება დაევალა,- ამის შესახებ „ლიბერალს" სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს.

ჯერჯერობით უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა მერია სასამართლოს გადაწყვეტილებას. მერიის იურიდიულ სამსახურში „ლიბერალს" უთხრეს, რომ გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, რაც დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაბარდებათ.

შეკითხვაზე, თუ რა იყო მერიის არგუმენტი სასამართლოზე, მერიის იურისტი ამბობს, რომ მათ სცადეს პანსიონისთვის ამ სერვისის მიწოდება, თუცა ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო, მათ შორის სამართალდამცავების თანდასწრებით, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.

მერიაში ამბობენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას ადგილობრივ მოსახლეობას გააცნობენ.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაქვემდებარებული ადმინისტრაციული ორგანო - შპს „ქობულეთის წყალი“ დღემდე ვერ ახერხებდა შენობის წყალარინების სისტემაზე დაერთების სამუშაოების ჩატარებას, რაც სახალხო დამცველმა მუსლიმი თემის წინააღდეგ პირდაპირი დისკრიმინაციის ფაქტად შეაფასა.

უკვე მეოთხე წელია, მუსლიმი თემი პანსიონის გახსნას ადგილობრივი მართლმადიდებელი მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო ვერ ახერხებს. მიუხედავად იმისა, რომ მუსლიმების მიმართ რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციული დევნა სამივე ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, მუსლიმები სასწავლებელს კონფლიქტის განმეორების შიშით დღემდე ვერ ხსნიან, ამასობაში კი შენობის მდგომარეობა უარესდება.

ვიდეო► „დაუვიწყარი გულისტკივილი" - მუსლიმური პანსიონის ეზოში ღორის დაკვლიდან 4 წლის შემდეგ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

16 დეკემბერი
16 დეკემბერი

პოლიციის უსაფრთხოება შსს-ს პრეროგატივაა ...

ომბუდსმენი ნინო ლომჯარია გიორგი გახარიას პასუხობს და ამბობს, რომ სახალხო დამცველის მანდატი ადამიანის კონსტიტუციური ...
16 დეკემბერი
16 დეკემბერი

ვისაც დარჩენა უნდა დარჩება, სამოქმედო გე ...

კახეთიდან დაბრუნებული ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები პარლამენტთან მივიდნენ. მოლაპარაკების შემდეგ გიორგი ვაშაძე ...
16 დეკემბერი
16 დეკემბერი

LIVE ► კახეთიდან დაბრუნებული „ძალა ერთობ ...

ოპოზიციის აქცია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გრძელდება. კახეთიდან დაბრუნებული „ძალა ერთობაშიას&ldq ...
^