Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა იყო ჩემი შვილის სიკვდილის მიზეზი - ვიტალი საფაროვის დედა

12 ოქტომბერი, 2018 13:44

რა იყო ჩემი შვილის სიკვდილის მიზეზი? საქართველოს სამართალდამცველი ორგანოების გულგრილი დამოკიდებულება ფაშისტური დაჯგუფებების მიმართ, რომლებიც ზიზღის იდეოლოგიას „ქადაგებენ“. - წერს ფეისბუქზე, მოკლული ვიტალი საფაროვის დედა მარინა ალანაკიანი.

მისი თქმით, „თუ ახლავე არ დავიწყებთ მათ წინააღმდეგ ბრძოლას, კიდევ უფრო გაიზრდება მსხვერპლის რაოდენობა და რაღაც მომენტში მოგვიწევს იმის აღიარება, რომ ჩვენ თვითონ არაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენი შვილები არ მოეკლათ იმავე ქალაქის ქუჩებში, რომელიც მათ ასე ძალიან უყვარდათ.

ჩემთვის ყველაზე ძნელი ახლა წერაა. მაგრამ მე გადავწყვიტე მათ წინააღმდეგ ბრძოლა. და ვფიქრობ, რომ ყვლა ოჯახი, ყველა დედა გამიგებს და ჩემ გვერდით დადგება".

ჩვენ ყველას გვყავს შვილები და ვინ იქნება შემდეგი? - წერს სფაროვის დედა.

ვიტალი საფაროვი თბილიში 24 სექტემბერს მოკლეს. გამოძიება 108-ე მუხლით  დაიწყო (განზრახ მკვლელობა) რაც 7-15 წლამდე მდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

ადამიანის უფლებათა და ჩართულობისა და განვითარების ცენტრების ცნობით, ვიტალი საფაროვის მკვლელობაში ბრალდებულები ე.წ. ნეონაცისტური ჯგუფის წევრები არიან. 

საფაროვი არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩართულობის და განვითარების ცენტრში“ მუშაობდა. იგი, მრავალი წლის მანძილზე აქტიურად იყო ჩართული მოზარდების ტოლერანტულ ბანაკებსა და სხვა პროექტებში, რასიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ.

შს სამინისტრომ 25 წლის ვატო საფაროვის მკვლელობაში ბრალდებული ორი პირი 1 ოქტომბერს დააკავა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^