Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რას ფიქრობენ პრეზიდენტობის კანდიდატები ლგბტქი პირთა უფლებების შესახებ

12 ოქტომბერი, 2018 17:05

„რას ფიქრობთ სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დაცვისა და ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფის საკითხზე?“, - ამ კითხვაზე პრეზიდენტობის კანდიდატების ნაწილის პასუხი prezident.ge-ზე გამოქვეყნდა. 

იხილეთ კანდიდატთა პასუხები: 

სალომე ზურაბიშვილი

კანდიდატის პასუხი ამ თემაზე უცნობია.

დავით ბაქრაძე

დავიცავთ ეროვნული, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების უფლებებს. უზრუნველვყოფთ, რომ კანონის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობა იყოს დაცული. დაუსჯელს არ დავტოვებთ დისკრიმინაციის, ჩაგვრის, ძალადობისა და ძალადობისკენ მოწოდების შემთხვევებს, რაც ამ უმცირესობებისთვის საზოგადოებაში ინტეგრაციაში ერთ-ერთი დიდი ხელისშემშლელია. სახელმწიფო უწყებებში უზრუნველვყოფთ ყველა პირობას, რომუმცირესობები არ დაიჩაგრონ და მათთვის სხვა მოქალაქეებივით ხელმოსაწვდომი იყოს სახელმწიფო სერვისები. 

გრიგოლ ვაშაძე

ადამიანის უფლებები სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოსა და საზოგადოების ქვაკუთხედია. ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიური, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობისა (სოგი), პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.
სახელმწიფო გადადგამს ყველა აუცილებელ ნაბიჯს, რომ სექსუალური ორიენტაცია და/ან გენდერული იდენტობა არ გახდეს ადამიანების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის ხელშემშლელი ფაქტორი. მშვიდობიანი, დემოკრატიული და თავისუფალი სახელმწიფოს განვითარება შეუძლებელია მრავალფეროვნების დაცვისა და უზრუნველყოფის გარეშე. ამავე დროს, არსებული კანონმდებლობის ფარგლებში, გამოვლენილი იქნება და შესაბამისი რეაგირება მოხდება სოგი-ს ნიადაგზე განხორციელებული დისკრიმინაციის ნებისმიერი შემთხვევაზე. ჰომოფობია და ტრანსფობია, ასევე, ამავე ამ ნიადაგზე სიძულვილის ენის ტირაჟირება, ყოვლად დაუშვებელია დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში. სახელმწიფო იზრუნებს ლგბტ ადამიანების, ისევე, როგორც თითოეული მოქალაქის, სპეციალურ საჭიროებებზე, მათ შორის ჯანდაცვის საჭიროებებზე და შესაბამისი სერვისებისადმი მათ ხელმისაწვდომობაზე. 

შალვა ნათელაშვილი

საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში სექსუალური ორიენტაცია არავითარ როლს არ უნდა თამაშობდეს და მათ მიმართ უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი ძალადობა, იმავდროულად, ერთსქესიანთა ქორწინების რეგისტრაცია მიმაჩნია დაუშვებლად. 

დავით უსუფაშვილი

საზოგადოების ცივილიზებულობის და დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო და მგრძნობიარე მაჩვენებელია ქვეყანაში უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობა. მიუხედავად იმისა, რომ არც სხვა უმცირესობების მიმართლებით გვაქვს იდეალური მდგომარეობა, საქართველოში ამგვარ მაჩვენებლად იქცა სექსუალურ უმცირესობათა უფლებრივი საკითხი. აშკარაა, რომ სწორედ ეს ჯგუფი აღმოჩნდა საზოგადოების ნაწილში ზოგადად ყველანაირი უმცირესობის წინააღმდეგ დაგროვილი სიძულვილის კონცენტრირების ადგილი. განსხვავებულის უფლებების მიუღებლობა საკუთარ თავისუფლებასთან ვერ გამკლავების შედეგია, რაც პოსტკომუნისტურ-ტოტალიტარულ საზოგადოებების მთავარი გამოწვევაა და რაც უნდა დავძლიოთ. 

ამასთანავე, აუცილებელია უმცირესობის უფლებების საკითხში, სამართლებრივის გარდა, სხვა ისტორიულ-კულტურული ფაქტორებიც გავითვალისწინოთ და ღირებულებების საზოგადოების მიერ გათავისება დროში გაწელილ პროცესად დავინახოთ და არა მყისიერ „განათებად“. ისე არ უნდა გავიგოთ, რომ სხვადასხვა უმცირესობების რიგში ჩაყენებას და მათი უფლებების დროში გაწერილი გრაფიკით რეალიზებას ვგულისხმობ. ცხადია, ყველა უფლება დაცული უნდა იყოს აქ და ახლავე. მაგრამ, რაც შეეხება მოქალაქეების თუ საზოგადოების ცნობიერებაში სიახლეების დამკვიდრებას, აქ ნამდვილად საჭიროა გარკვეული მოქნილობა, სიფრთხილე და თანმიმდევრულობა. რა თქმა უნდა, არის „შოკური თერაპიის“ ტაქტიკაც, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ „შოკური რეაქციებისთვისაც“. გზა, რომელიც დემოკრატიულმა სამყარომ 100 წლის განმავლობაში, ოთხი თაობის მონაცვლეობის პროცესში გაიარა, ჩვენ 10 წლის განმავლობაში „მესამედი“ თაობით გვაქვს ხოლმე გასავლელი და ეს უნდა შევძლოთ. თუმცა, ამავე გზის 1 წელიწადში გავლის მცდელობამ შესაძლოა ეს გზა 10 კი არა, 50 წლით გაგვიხანგრძლივოს. 

სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა დაცვა ყველა შესაძლო ფორმის დისკრიმინაციისგან სახელმწიფოს პრესტიჟის საქმედ იქცა. ეს იმიტომაც, რომ წარმატებით გავუმკლავდეთ რუსული „რბილი ძალის“ შანტაჟს (ევროპა=ლგბტ) და იმიტომაც, რომ არ დავუშვათ ადამიანთა ჯგუფისთვის ადამიანის ძირითადი უფლებების აყრის უაღრესად სახიფათო პრეცედენტი. ხოლო ვისაც გულწრფელად სჯერა, რომ სექსუალური უმცირესობის გამო ერს გადაგვარება და გადაშენება ემუქრება, მას საპასუხო „ტაბურეტი“ არ უნდა მოვუღეროთ, მას მეტი და უფრო გასაგებად უნდა ავუხსნათ.

ზურაბ ჯაფარიძე

ყველა ადამიანი თანასწორია და შესაბამისად, გააჩნია თანაბარი უფლებები. მე მჯერა, რომ არ არსებობს უფლებები, რომელიც დაკავშირებულია ჯგუფურ იდენტობასთან, იქნება ეს ეთნიკური, გენდერული თუ სხვა. არსებობს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და ისინი ერთია ნებისმიერი ადამიანისთვის განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, სქესისა, სექსუალური ორიენტაციისა, რასისა და ა.შ. 


აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (ECMD)  პროექტის ფარგლებში prezident.ge-ზე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა ნაწილის მიერ აქტუალური მიმართულებების შესახებ შევსებული კითხვარის შედეგები გამოქვეყნდა. 

ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ პროექტის მიზანია ერთი მხრივ, საზოგადოებას გააცნოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე პრეზიდენტობის კანდიდატების ხედვები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ხოლო მეორე მხრივ წაახალისოს კონკრეტულ სამოქმედო გეგმებზე ორიენტირებული, ინფორმირებული პოლიტიკური დისკუსია. 

ორგანიზაციის განცხადებით, შევსებული კითხვარის გამოგზავნა ვებ-გვედზე განსათავსებლად, საქართველოს პრეზიდენტობის ყველა რეგისტრირებულ კანდიდატს შეეძლო, რომელიც მონაწილეობას იღებს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ამ ვებ-გვერდის შექმნის თაობაზე ღიად გამოცხადდა სხვადასხვა საშუალებებით.

აღნიშნულ პროექტს EECMD 2013 წლიდან ახორციელებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^